- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
ბრძანება N 71/2
2021 წლის 19 მაისი ქ. თბილისი
დრამისა და კინო - ტელე ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
მიბმული ფაილები:
განცხადება
საკონკურსო განაცხადი
დანართი 1
აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესი
1. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადდეს კონკურსი შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
დრამის ფაკულტეტი
თეატრალური ხელოვნების მიმართულებით:
მსახიობის ოსტატობის განხრით
მუსიკალური თეატრის მსახიობის განხრით
ვოკალის განხრით
სასცენო მოძრაობის განხრით
რეჟისურის განხრით
ქორეოგრაფიული ხელოვნების მიმართულებით:
ქართული ცეკვის განხრით
სადადგმოს ხელოვნების განხრით
სამუსიკო ხელოვნების მიმართულებით:
ქართული ტრადიციული მუსიკის გუნდის დირიჟორის (ლოტბარის) განხრით
ქართული ხალხური სიმღერისა და საეკლესიო გალობის განხრით
ვოკალურ-საგუნდო ტექნიკის განხრით
საეკლესიო მუსიკოლოგიისა და ღვთისმსახურების პრაქტიკული სწავლების განხრით
კინო-ტელე ფაკულტეტი
აუდიო-ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით:
ტელერეჟისურის განხრით
მხატვრული კინოს რეჟისურის განხრით
ანიმაციური კინოს რეჟისურის განხრით
დოკუმენტური კინოს რეჟისურის განხრით
კინო - ტელე ოპერატორის განხრით
2. აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის კომისიის პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნოს კადრების და კანცელარიის სამსახურის მთავარი სპეციალისტი თამარ ბასიაშვილი.
3. კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 20 მაისიდან.
4. კანდიდატების რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყოს 2021 წლის 21 ივნისს და გაგრძელდეს 2021 წლის 2 ივლისის ჩათვლით.
5. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
6. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ უნივერსიტეტის web.გვერდი: http://tafu.edu.ge/ და http://jobs.ge/
7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს კადრების და კანცელარიის სამსახურს.
8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. # 64.
საფუძველი: აკადემიური საბჭოს სხდომის # 6 დადგენილება.
19.05.2021 წწელი
გიორგი შალუტაშვილი
რ ე ქ ტ ო რ ი
უკან