- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში 1970 წლიდან გამოდიოდა სამეცნიერო შრომების კრებული „თეატრმცოდნეობითი ძიებანი“, რომლის გამოცემაც შეწყდა 1994 წ. სულ დაისტამბა 19 ნომერი. 2004 წელს აღდგენილ კრებულს, „თეატრმცოდნეობითი და კინომცოდნეობითი ძიებანი“, მიენიჭა ISSN 1512-4215 კოდი და შევიდა რეფერირებული ჟურნალების ნუსხაში. ჟურნალის ყოველი ახალი ნომერი იგზავნება ლონდონის ნაციონალურ („British Library“) ბიბლიოთეკაში. ასევე სხვადასხვა საერთაშორისო კვლევით ცენტრს.
2007 წლიდან დღემდე „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“ იბეჭდებოდა წელიწადში ოთხჯერ, 2021 წლიდან ჟურნალი გადავიდა ელექტრონულ ფორმატზე და გამოდის 2-3 ნომერი. კრებული აერთიანებს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, სხვა სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების პროფესორთა, მეცნიერთა და დამოუკიდებელ ავტორთა, ახალგაზრდა მეცნიერთა თეორიულ ნაშრომებს სახელოვნებო სფეროში. ჟურნალის თითოეული ავტორი ვალდებულია გამოსაცემად მომზადებული სამეცნიერო ნაშრომი გამართოს შესაბამისი სამეცნიერო აპარატით, თან დაურთოს მოკლე მონაცემები ავტორის შესახებ (ქართულ-ინგლისურ ენაზე) და ნაშრომის ინგლისურენოვანი რეზიუმე.
თითოეულ ნომერს ჰყავს სარედაქციო საბჭო, რომელიც პერიოდულად იცვლება.
„სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“ [ახალი ვერსია] >>>
„სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“ [ძველი ვერსია] >>>
ავტორებს უნდა ეცნობოთ, რომ კრებულში გამოსაქვეყნებელი მასალა (თუ, ეს არ არის სპეციალური გამოშვება, დაკვეთილი პუბლიკაცია ან თარგმანი, უნივერსიტეტის პრიორიტეტებთან დაკავშირებული), უნდა მოიცავდეს შემდეგ პარამეტრებს:
• გვერდების მაქსიმალური რაოდენობა - 15;
• შრიფტი - სილფაინი;
• შრიფტის ზომა - 11;
• სტრიქონებს შორის დაცილება 1,5;
• წყაროების დამოწმება სქოლიოს პრინციპით;
• ნაშრომს აუცილებლად უნდა ახლდეს როგორც ბიბლიოგრაფიული მონაცემები, ისე ინგლისურ ენაზე შესრულებული რეზიუმე).
(იხ. გზამკვლევი ავტორებისთვის)
გზამკვლევის მიხედვით მასალების ჩაბარების ბოლო ვადა დადგინდეს 1 თვით ადრე ყოველი ნომრის გამოსვლამდე
გზამკვლევი ძირითადად (მცირე ცვლილებებით, გვერდების რაოდენობა, ზომა შრიფტის, ინტერვალი) ეყრდნობა უნივერსიტეტის საერთაშორისო კონფერენციის კრებულის სტანდარტებს.
დოქტორანტებს ვთხოვთ, ნაშრომთან ერთად, წარმოადგინონ სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობის დამადასტურებელი ფურცელი;
ზემოაღნიშნული პირობების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში გამომცემლობა უფლებას იტოვებს სტატიები არ ჩაიბაროს!!!
შეგახსენებთ, თითოეული ნომრის გამოცემას ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭო, რომლის წევრებიც პერიოდულად იცვლებიან.
დაინტერესებულ ავტორებს, გთხოვთ მასალები მოგვაწოდოთ ელ. ფოსტაზე: kentavri@tafu.edu.ge
დოკუმენტის გადმოგზავნისას, გთხოვთ ველში მიუთითოთ „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“.
ნაშრომები მოწმდება ანტიპლაგიატის პროგრამაში.
ლიტერატურული რედაქტორი: ნინო (ნუცა) კობაიძე.
ტექნიკური რედაქტორი: თამთა ქაჯაია.