- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
ისტორია
კინოკლუბი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში კინო-ტელე ფაკულტეტის დაარსებიდან ფუნქციონირებს. წლების განმავლობაში, ამ სივრცეში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ კინოკლასიკასა და უახლესი კინემატოგრაფის უმნიშვნელოვანებს ნიმუშებს. კინოკლუბი ყოველთვის წარმოადგენდა ალეტერნატიული განათლებისა და შემოქმედებითი იდეების გენერაციის თავისუფალ სივრცეს, რაც განაპირობებდა ახალი თაობის განვითარებასა და ქართული კინოხელოვნების პოპულარიზაციას.
კინოკლუბს წლების განმავლობაში სტუმრობდნენ და სტუდენტებს გამოცდილებას უზიარებდნენ ქართველი და უცხოელი კინემატოგრაფისტები, მათ შორის: ოთარ იოსელიანი, ელდარ შენგენალია, გიორგი შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი, საშა რეხვიაშვილი, ლანა ღოღობერიძე, გია გერსამია, გოგი მიქელაძე, ზაზა ურუშაძე, გიორგი ოვაშვილი, სალომე ჯაში, ნანა ექვთიმიშვილი, ლევან კოღუაშვილი, ჯიმ სტარკი, მარკ ბერგერი, ფედონ პაპამაიკლი, ბოგდან ძივორსკი, პაველ ლოზინსკი, ვოიტეკ სტარონი, დევიდ ლინჩი და სხვები.
კინოკლუბი ერთი მხრივ თავისუფალ, ხოლო მეორე მხრივ აკადემიურ პროცესთან მჭიდრო კავშირში მყოფ ღია სივრცეს წარმოადგენს, სადაც კინოხელოვნების გარშემო შეკრებილ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ:
• ალტერნატიული განათლების:
სტუდენტს აქვს თავისუფალი არჩევანი მოიწვიოს მისთვის საინტერესო ქართველი ან უცხოელი კინოხელოვანი.
• გამოხატვის თავისუფლების:
სტუდენტს ეძლევა საშუალება აკადემიური პროცესისგან თავისუფალ სივრცეში საკუთარი ნამუშევრები გააცნოს დაინტერესებულ აუდიტორიას და გამართოს დისკუსია.
• შემოქმედებითი იდეების გენერაციისა და ექსპერიმენტების ჩატარების:
სახელოვნებო უნივერსიტეტების სტუდენტების ერთობლივი სამუშაო შეხვედრები შემდგომი თანამშრომლობის მიზნით.
• კინოკლასიკისა და უახლესი ფილმების გაცნობის:
ქართული და უცხოური მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური, შემეცნებითი ფილმების ჩვენება და პროფესიული კუთხით განხილვა.
კინოკლუბის მიზანია:
• კინო-ტელე ფაკულტეტის სტუდენტთა და დაინტერესებულ პირთა კინოგანათლების დონის ამაღლება;
• კინემატოგრაფის პოპულარიზაცია შემოქმედებითი თვალსაწიერისა და ცნობიერების გაზრდის მიზნით;
ფუნქციონირება:
1) ღია კინოჩვენებები კინოხელოვნებით დაინტერესებულ პირთათვის:
რეტროსპექტივები სხვადასხვა ქვეყნის კინემატოგრაფისა და კონკრეტული ავტორების შემოქმედების გარშემო;
არსებული ფილმების პროექცია კინოს ისტორიაში საეტაპოდ მნიშვნელოვან მოვლენებსა და აქტუალურ თემებზე (კინოკლასიკა);
XXI საუკუნის კინო - თანამედროვე კინოტენდენციები, უახლესი კინომეტყველების ფორმები;
სტუდენტური ფილმების რეტროსპექტივა;
ადგილობრივ და რეგიონალურ სივრცეებში გასვლითი კინოჩვენებები (უახლესი ქართული კინო).
2) დისკუსია / დებატები:
ყოველი ფილმის ჩვენების შემდეგ სტუდენტი და კინოში მოღვაწე პროფესიონალი ადამიანები ორგანიზებას გაუწევენ დისკუსიას და გამართავენ დებატებს დამსწრე აუდიტორიასთან.
3) კინოკლუბის სტუმარი:
ქართველი და უცხოელი კინემატოგრაფისტებისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე პირების მოწვევა მათი გამოცდილების გაზიარების მიზნით. (შემოქმედებითი შეხვედრების ციკლი).
4) სალექციო კურსი:
ახალი თაობის კინემატოგრაფისტების ყოველკვირეული საჯარო ლექციები
5) მასტერკლასები / ვორქშოფები:
ინდუსტრიული შეხვედრების ციკლი ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან.
6) სემესტრული / საკურსო / სადიპლომო კინოჩვენებები:
საკურსო ფილმების შეფასება / ანალიზი უნივერსიტეტში მოღვაწე პროფესორების მიერ;
სადიპლომო ნამუშევრების დაცვა.
7) კონფერენცია:
ყოველწლიური საუნივერსიტეტო საერთაშორისო სტუდენტური და სამეცნიერო კონფერენციები.
8) ფესტივალები:
საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალები კინოსა და ქორეოგრაფიაში.