- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
=================================================================================================
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრი შეიქმნა 2007 წელს (48/2 28.03.2007) და წარმოადგენს უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს. საქმიანობას ეწევა საქართველოს კანონის - “უმაღლესი განათლების შესახებ” - შესაბამისად.
სასწავლო ცენტრის მიზანია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პროცესის ხელშეწყობა, თეატრისა და კინოს პროფესიების პოპულარიზაცია.
ცენტრის სასწავლო–საგანმანათლებლო პროგრამები და პროექტები ეხმარება დაინტერესებულ პირებს პროფესიული უნარების განვითარებაში.
სასწავლო ცენტრის საქმიანობის მთავარი მიმართულებებია:
სასწავლო ცენტრი რეგულარულად მუშაობს ახალ, ინოვაციურ პროგრამებზე, რომლებიც დაინტერესებულ პირებს ხელს უწყობს პროფესიის უფრო სრულყოფილად დაუფლებაში. ცენტრში მუშავდება ექსტრა-კურიკულუმ პროგრამები: საზაფხულო არტ ბანაკი, ფოტო-კონკურსები და სხვა.
ხელოვნების იმ სპეციალობების პოპულარიზაციისთვის, რომლებიც ისწავლება შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ცენტრი გეგმავს განცხადებების მიღებას შემდეგ პროგრამებზე