- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში 2007 წლიდან შეიქმნა გამომცემლობა "კენტავრი", რომელიც მიზნად ისახავს საუნივერსიტეტო მოთხოვნების შესაბამისად, სპეციფიკური, სამეცნიერო ჟურნალ-გაზეთებისა და სახელმძღვანელოების გამოცემას. დღეისათვის, არც თუ ხშირად იბეჭდება თეატრმცოდნეობითი და კინომცოდნეობითი ხასიათის სპეციფიკური ლიტერატურა, რაც დიდ დანაკლის წარმოადგენს, უპირველესად სტუდენტებისათვის. გამომცემლობის არსებობა და შემდგომი აქტიური საქმიანობა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უნივერსიტეტში, სამეცნიერო ლიტერატურული ბაზის გაუმჯობესების, მისი პროპაგანდა პოპულარიზაციისა და განვითარების თვალსაზრისით.
თანამშრომლები:
მარინე (მაკა) ვასაძე - გამომცემლობა "კენტავრის" ხელმძღვანელი, მობ.: 577 28 87 62;
ნინო (ნუცა) კობაიძე - ლიტერატურული რედაქტორი, მობ.: 593 62 88 84;
ეკა ოქროპირიძე - დიზაინერი, დამკაბადონებელი, მობ.: 577 28 87 45;
ნანა ესიტაშვილი - ოპერატორი, ამკრეფი, მობ.: 577 28 87 46;
თამთა ქაჯაია - რედაქტორი, მობ.: 599 12 70 76;
ნინო ბერიანიძე - რეალიზატორი, მობ.: 577 28 87 61;
მანანა სანადირაძე - კორექტორი, მობ.: 555 47 08 58;
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის გამომცემლობა «კენტავრი” არის საუნივერსიტეტო გამომცემლობა, რომელიც აერთიანებს უნივერსიტეტის სტუდენტურ გაზეთს „დურუჯი“, სამეცნიერო შრომების კრებულს - „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“; აგრეთვე აქვეყნებს: სახელმძღვანელოებს, დამხმარე სახელმძღვანელოებს, ქრესტომათიებს, თარგმანებს, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა მონოგრაფიებს, ცნობარებს და სხვა სახის გამოცემებს.
გამომცემლობა მჭიდროდ თანამშრომლობს ბრიტანეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრი“ გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას: ჟურნალების, წიგნების ბუკლეტების, ბროშურების, ფლაერების, სტიკერების, ღია ბარათების, პლაკატების, აფიშების და ა.შ. გამოცემას (ყველა სახის კომპიუტერული უზრუნველყოფა და ბეჭდვა).