ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სასწავლო სამეცნიერო ბიბლიოთეკის ისტორია

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა შეიქმნა 1939 წელს. დაარსების დღიდან ბიბლიოთეკის დირექტორად დაინიშნა რუსუდან მიქელაძე.

1949 წელს რუსთაველის თეატრში მომხდარი ხანძრის დროს თითქმის განადგურდა ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი.

ქართველ ხელოვანთა, მწერალთა და მეცნიერთა მიერ შემოწირული წიგნებით დაიწყო ბიბლიოთეკის აღდგენა. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ შეძენილი უნიკალური წიგნებითა და პერიოდული გამოცემებით თანდათან მდიდრდებოდა წიგნსაცავი. ასევე ბიბლიოთეკას უსასყიდლოდ აწვდიდა წიგნებს საზღვარგარეთ არსებული მსგავსი პროფილის უმაღლესი სასწავლებლები, ქართული გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები. ბიბლიოთეკის წიგნსაცავი მდიდრდებოდა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის დამსახურებით, რომლებიც საკუთარი ინიციატივით იძენდნენ ბიბლიოთეკისთვის მნიშვნელოვან წიგნებს.

დღეს კი, გარდა იმისა, რომ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ბიბლიოთეკას უახლოეს სამეცნიერო თუ მხატვრულ ლიტერატურით, ბიბლიოთეკა თანამშრომლობს სხავდასხვა ქვეყნების საელჩოებთან, ბიბლიოთეკებთან, უმაღლეს სასწავლებლებთან, რომლებიც საჩუქრად გადმოგვცემენ უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვან გამოცემებს.

1939 წლიდან ბიბლიოთეკის წიგნსაცავი ფუნდამენტალური ბიბლიოთეკის სახელს ატარებდა, ხოლო 2002 წლიდან სასწავლო-სამეცნიერო ბიბლიოთეკად გადაკეთდა.

თეატრალური ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში 1970 წლიდან შეიქმნა საცნობარო ბიბლიოგრაფიული განყოფილება და მიმდინარეობდა სასწავლო-სამეცნიერო მუშაობა.

უნივერსიტეტის სასწაულო პროცესის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა ვიდეო ცენტრი, სადაც კინო ფაკულტეტზე არსებულ ვიზუალურ მასალას თანდათან დაემატა თანამედროვე საშემსრულებლო ხელოვნების ნიმუშები. უნივერსიტეტი მიერ შეძენილი მასალის გარდა ვიდეო ცენტრის გამდიდრებაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს.

 

^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2723455
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2024-08-13
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია