ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
ტრეინინგები

ყურადღება!

საერთაშორისო ტრენინგები სტუდენტებისთვის 2023 წლის 2 ოქტომბრიდან!

2 ოქტომბერს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს სასწავლო კურსების ჩატარებას.

ტრენინგები შესანიშნავ შანსს გაძლევთ მიიღოთ ახალი ცოდნა თანამედროვეობის აქტუალური მოთხოვნების მიმართულებით, რაც დაგეხმარებათ თვითრეალიზაციაში, იდეების განხორციელებასა და წარმატებაში.

თქვენ გაქვთ შანსი დაუკავშირდეთ უცხოელ თანატოლებს, დაამყაროთ საერთაშორისო კავშირები თანამოაზრეებთან: ტრენინგები დასრულდება სწავლის პერიოდში სტუდენტების მიერ შემუშავებული პროექტების - სტარტაპების კონკურსით.

გამარჯვებული/გამარჯვებულები გაემგზავრება/გაემგზავრებიან საერთაშორისო კონკურსზე ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების სტუდენტები მოიყრიან თავს.

კურსები მომზადდა ერაზმუს + ინსტიტუციური განვითარების პროექტის CONNECT პროგრამის ფარგლებში TAFU Connect Project_ERASMUS+ ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით.

კურსები მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგების მიერ.

პროცესს ხელმძღვანელობს პროექტის მენეჯმენტის ჯგუფის ხელმძღვანელი და აკადემიური ნაწილის კოორდინატორი, პროფესორი ნატო გენგიური.

პროექტის კოორდინატორია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საერთაშორისო პროგრამების სამსახურის ხელმძღვანელი ნანა ლეწვერიძე.

2 ოქტომბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება სამი კურსი. კურსები მონაწილეებს დაეხმარება დამატებითი ცოდნისა და უნარების შეძენაში, საკუთარი ბიზნეს იდეის/სტარტაპის ფორმირებასა და განვითარებაში.

კურსები ჩატარდება როგორც ონლაინ ფორმატში, ასევე აუდიტორიაში.

ვრცლად

 

ყურადღება!

საერთაშორისო ტრენინგები სტუდენტებისთვის!

II ეტაპი!

13 მარტს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს სასწავლო კურსების ჩატარებას

კურსები მომზადდა ერაზმუს + ინსტიტუციური განვითარების პროექტის CONNECT პროგრამის ფარგლებში

ვრცლად

 

საერთაშორისო ტრენინგები სტუდენტებისთვის 2022!

17 ოქტომბერს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო სასწავლო კურსების ჩატარება და დასრულდა 3 დეკემბერს.

კურსები ჩატარდა როგორც ონლაინ ფორმატში, ასევე აუდიტორიაში:

კურსი 1: ფსიქოტექნიკა და შემოქმედებითი უნარები - Psychotechnique and art skills

პედაგოგები: თათა თავდიშვილი, თიკო ქათამაშვილი

კურსი 2: ციფრული უნარების განვითარების კურსი - Digital Skills Development Course

პედაგოგები: რეზი ჭიჭინაძე, თამთა თურმანიძე, ქეთევან ოჩხიკიძე

კურსი 3: ბიზნესის პრე-აქსელერაციის კურსი - იდეიდან თქვენი პროდუქტის/სერვისის კომერციალიზაციამდე - Business Pre-acceleration Course - From idea to commercialization of your product or service

პედაგოგები: დოდო ჭუმბურიძე, გიორგი ფხაკაძე

კურსები მომზადდა ერაზმუს + ინსტიტუციური განვითარების პროექტის CONNECT პროგრამის ფარგლებში საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგების მიერ.

პროცესის ხელმძღვანელია პროექტის მენეჯმენტის ჯგუფის ხელმძღვანელი და აკადემიური ნაწილის კოორდინატორი, პროფესორი ნატო გენგიური.

პროექტის კოორდინატორია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საერთაშორისო პროგრამების სამსახურის ხელმძღვანელი ნანა ლეწვერიძე.

პროექტი ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით ხორციელდება.

იხილეთ ფოტოები

 

ყურადღება! საერთაშორისო ტრენინგები სტუდენტებისთვის!

17 ოქტომბერს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს სასწავლო კურსების ჩატარებას

კურსები მომზადდა ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის CONNECT პროგრამის ფარგლებში

ვრცლად

 

2022 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში, ERASMUS+ პროექტის CONNECT-ის ფარგლებში ინტენსიური მუშაობა წარიმართა პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განსახორციელებლად.

2022 წელს განსაზღვრულია გასულ წელს პროექტის ფარგლებში დატრენინგებული პედაგოგების მიერ ტრენინგ-კურსების მომზადება სტუდენტებისთვის.

ტრენინგების ჩატარება 2022 წლის შემდგომაზე დაიწყება, წლის პირველ ნახევარში კი მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა: იანვარში მოხდა პედაგოგთა შერჩევა კონკურსის გზით. პროექტში ჩაერთნენ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგები: ასოცირებული პროფესორები რევაზ ჭიჭინაძე და დოდო ჭუმბურიძე; ასისტენტ-პროფესორები: თათა თავდიშვილი, თინათინ ქათამაშვილი, თამთა თურმანიძე; ასისტენტი ქეთევან ოჩხიკიძე, პედაგოგი გიორგი ფხაკაძე.

2022 წლის თებერვალში დაიწყო პედაგოგების ჯგუფის მიერ ტრენინგების კონცეფციის შემუშავება, პასუხისმგებლობების გადანაწილება, დაგეგმვა და შინაარსობრივი ნაწილის დამუშავება.

პროცესს კოორდიანციას უწევს და აკადემიურ ნაწილს ხელმძღვანელობს პროექტის მენეჯმენტის ჯგუფის ხელმძღვანელი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორი ნატო გენგიური, ERASMUS+ პროექტის CONNECT-ის ხელმძღვანელ ელენა სიმჩუკთან კოორდინირებით.

შემუშავდა სამი მოდული:

დიგიტალური უნარები Digital Skills

კურსს გაუძღვებიან: რევაზ ჭიჭინაძე, თამთა თურმანიძე, ქეთევან ოჩხიკიძე;

აქსელერაცია Acceleration

კურსს გაუძღვებიან: დოდო ჭუმბურიძე, გიორგი ფხაკაძე;

ლიდერობა და სახელოვნებო უნარების განვითარება Leadership and Art Skills development

კურსს გაუძღვებიან: თათა თავდიშვილი, თინათინ ქათამაშვილი.

ტრენინგები სტუდენტებს ახალი უნარების შეძენაში დაეხმარება, რათა შემდგომ მათ შეძლონ თავიანთი იდეების განხორციელება და გახდნენ კონკურენტუნარიანი.

ტრენინგების დაწყება ოქტომბერშია დაგეგმილი.

იხილეთ ფოტომასალა

 

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და მოწვეულმა პედაგოგებმა ერაზმუს + საერთაშორისო პროექტ CONNECT-ის („Connecting Universities Industry through Smart Enterpreneurial Cooperation and Competitive Intelligence of Students in Moldova, Georgia and Armenia“ ფარგლებში 2022 წლის თებერვალსა და მარტში გაიარეს საერთაშორისო ტრენინგი Digital Teaching in University Environment ტრენინგში ჩაერთო 7 პედაგოგი: ნათია წულუკიძე, გიორგი რაზმაძე, გიორგი ფხაკაძე, ნათია ცაბუტაშვილი, ანა ფიფია, ლია კვახაძე, მაკა ჭეჭელაშვილი, ნინო შარვაშიძე, ია სვიმონიშვილი.

ერაზმუს + საერთაშორისო პროექტ CONNECT-ის ფარგლებში ეს იყო ონლაინ ტრენინგების მეორე ეტაპი. პირველ ეტაპზე, 2021 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე ტრენინგები გაიარა და საერთშორისო სერტიფიკატები აიღო უნივერისტეტის აკადემიურმა პერსონალმა: რევაზ ჭიჭინაძემ, დოდო ჭუმბურიძემ, თამთა თურმანიძემ, ქეთევან ოჩხიკიძემ, გიორგი ხარებავამ, თათა თავდიშვილმა.

იხილეთ ფოტოები

 

ყურადღება!

საერთაშორისო ტრენინგი პედაგოგებისთვის ინგლისურ ენაზე, ERASMUS+ პროექტის ფარგლებში. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: Digital teaching in university environment

 
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2677127
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2024-07-15
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია