- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
4 ოქტომბრიდან, პრაქტიკული დისციპლინების სწავლება განახლდება დასწრებით ფორმატში!
4 ოქტომბრიდან, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში პრაქტიკული დისციპლინების სწავლება განახლდება დასწრებით ფორმატში, შემდეგი რეგულაციების დაცვით:
უნივერსიტეტის სივრცეში სავალდებულოა პირბადის ტარება ყველა პედაგოგისთვის, სტუდენტისა და ადმინისტრაციის თანამშრომლისთვის.
სპეციფიკიდან გამომდინარე, საშემსრულებლო მიმართულებებზე, აუდიტორიებში პირბადის მოხსნის უფლება ექნებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც სრულად ვაქცინირებულნი არიან ან ახალი კორონავისრუსის (COVID -19) ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ არ არის გასული 6 თვეზე მეტი ან უზრუნველყოფენ უარყოფითი PCR ან ანტიგენის ტესტის წარდგენას კვირაში ერთხელ.
უკან