- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბრძანება N 216/2
2019 წლის 09 დეკემბერი ქ. თბილისი
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 20-ე მუხლიI. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის კომისიის დასკვნის (28 ოქტომბერი, 2019 წელი, ოქმი # 1) და უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე აკადემიურ თანამდებობაზე შესარჩევი კონკურსის სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილების (11 ნოემბერი, 2019 წელი, ოქმი N1) საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. დ ა ნ ი შ ნ უ ლ იქნას აკადემიურ თანამდებობაზე 2019 წლის 06 დეკემბრიდან და გაუფორმდეს შრომითი ხელშეკრულება:
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი
/მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება/
ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე
1.1 ვლადიმერ ტატიშვილი 2 წლით
2. ასისრენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანება გამოცხადდეს საჯაროდ, უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე, http://tafu.edu.ge/
3. ვლადიმერ ტატიშვილთან გაფორმდეს ხელშეკრულება შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესით.
4. შრომითი ხელშეკრულების გაფორმებაზე პასუხისმგებლობა დაევალოს საორგანიზაციო სამსახურს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
5. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. # 6.
საფუძველი: აკადემიური საბჭოს 2019 წლის 06 დეკემბრის
სხდომის დადგენილება. ოქმი # 11.
გიორგი მარგველაშვილი
რ ე ქ ტ ო რ ი
უკან