- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
„რედიქს თრეველი“ აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს
გინდა გახდე „რედიქს თრეველის“ ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული და გაემგზავრო დასასვენებლად ვენაში?
მაშინ
2013 წლის 27 ნოემბრიდან , 20 დეკემბრის ჩათვლით, დაწერეთ შემოქმედებითი ან სახალისო ესსე თემაზე "მოგზაურობა" , ატვირთე „რედიქს თრეველის“ ლიტერატურული კონკურსის აპლიკაციაში (https://www.facebook.com/Redixtravel?sk=app_245927948898768&app_data), რომელიც სხვა საკონკურსო ნამუშევრებთან ერთად გამოჩნდება 20 დეკემბერს 18:00 საათზე.
ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული გახდება ორი კონკურსანტი:
იმ კონკურსანტს, რომლის ესსეც დააგროვებს ყველაზე მეტ Like-ს 2014 წლის 13 იანვრამდე, საჩუქრად გადაეცემა ბილეთი ვენაში; ხოლო ის მონაწილე, რომლის ნამუშევარიც ჟიურის გადაწყვეტილებით დასახელდება ყველაზე საუკეთესოდ, დასაჩუქრდება საგზურით ვენაში.
ლიტერატურული კონკურსი თემაზე „მოგზაურობა“ გამარჯვებული გამოცხადდება 2014 წლის 13 იანვარს 18:00 საათზე.
წესები:
• კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 18 და 18 წელზე უფროსი ასაკის facebook-ის მომხმარებელ ყველა ფიზიკურ პირს, რომელთა პროფილები არ არღვევენ facebook-ის ოფიციალურ წესებსა და პირობებს;
• ერთ კონკურსანტს შეუძლია მაქსიმუმ ერთი ნამუშევრის წარდგენა.
• გამარჯვებულ მონაწილეებს გადაეცემათ მხოლოდ „რედიქს თრეველის“ მიერ დაწესებული პრიზები და ეს პრიზები მოთხოვნის შემთხვევაში ფულადი კომპენსაციით არ ანაზღაურდება.
• ნამუშევრები მიიღება 2013 წლის 20 დეკემბრის 18:00 საათამდე.
• საკონკურსო ნამუშევარი არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს.
• კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლიათ „რედიქსი“ - ს და „რედიქს ჯგუფი“ - ს თანამშრომლებს.
• კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლიათ პროექტის აღმასრულებელ გუნდს.
• კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია და-Like-ებული გქონდეთ „რედიქს თრეველ“-ის facebook-ის გვერდი და გაიაროთ ავტორიზაცია აპლიკაციაში Allow ღილაკზე დაჭერით;
• არათემატური, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური ნამუშევრები გაფრთხილების გარეშე გამოეთიშება კონკურსს ან საერთოდ არ აიტვირთება აპლიკაციაში;
• „რედიქს თრეველი“ უფლებას იტოვებს კონკურსიდან ყოველგვარი ახსნ-აგანმარტების გარეშე მოხსნას სპამერობის (იხილეთ Facebook-ის ოფიციალური წესები (http://www.facebook.com/terms.php) გზით ხმების მომატებაში შემჩნეული კონკურსანტები;
• კონკურსიდან ასევე მოიხსნებიან მონაცემების ხელოვნურად ზრდაში (ყალბი ან/და უცხოური პროფილები, რომელთაც არანაირი კავშირი არ აქვთ „რედიქს თრეველი“-ს Facebook-ის გვერდთან) შემჩნეული კონკურსანტები;
• კონკურსის მონაწილე პირი, საკუთარი მონაწილეობით ადასტურებს წარდგენილი ნამუშევრის ორიგინალურობას. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში ნამუშევარი ავტომატურად მოიხნება კონკურსიდან.
• წარდგენილ ნამუშევრებზე საავტორო უფლებებთან დაკავშირებით სრული და შეუზღუდავი პასუხისმგებლობა ეკისრება ფოტოების გამგზავნს;
• შპს „რედიქს თრეველი“ იტოვებს საკონკურსო ნაშრომების მთლიან ან ნაწილობრივი გამოყენების უფლებას;
• შპს „რედიქს თრეველი“ იტოვებს უფლებას კონკურსის მსველობისას წარდგენილი ნებისმიერი ნამუშევარი მასალის და/ან იდეის გამოყენებას. კონკურსის ყველა მონაწილე თავიდანვე ეთანხმება ამ პირობას და შემდგომში მას არ გააპროტესტებს.
• კონკურსის მონაწილე პირი, თანახმა უნდა იყოს დაიცვას აქ მოყვანილი წესები და აკრძალვები.
• გამარჯვებულებს საშუალება მიეცემათ გაემგზავრებიან ქ. ვენაში 15 თებერვლამდე.
გისურვებთ წარმატებას!
უკან