- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
წარმატებით დასრულდა პროექტი - ,,ინკლუზიური ცეკვის პრაქტიკა/სტაჟირება“.
პროექტი განხორციელდა MAC Georgia-ს, თბილისის მერიის მხარდაჭერითა და შშმ პირთა დღის ცენტრის „აისი“ ჩართულობით.
პროექტის იდეის ავტორი, ხელმძღვანელი და ტრენერი: თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული დეპარტამენტის პედაგოგი, ქორეოგრაფი ანა ღვინიაშვილი.
შესრულდა პროექტის ფარგლებში დასახული მიზანი და ამოცანები:
1. მოხდა შშმ პირების ინკლუზია საცეკვაო ხელოვნების სფეროში;
2. მომზადდა ცეკვის სპეციალურ პედაგოგთა 6 კვალიფიცირებული კადრი;
3. სასწავლო-ლაბორატორიული ჯგუფის ბაზაზე შემუშავდა ინკლუზიური ცეკვის ინოვაციური გაკვეთილის მოდელი. (ავტორი ანა ღვინიაშვილი);
4. დაიწერა ინკლუზიუტრი ცეკვის სატრენინგო სახელმძღვანელო (ავტორი ანა ღვინიაშვილი);
5. განხორციელდა ინკლუზიური ცეკვის 6 სასერტიფიკატო აქტივობა და სასწავლო- ლაბორატორიული ჯგუფის ინიცირებით განხორციელდა დაუნის სინდრომის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „არავინ დატოვოთ ხელოვნების მიღმა!“
6. გაჩნდა ინტერესი და დაიგეგმა მოლაპარაკებები შშმ პირთა დღის ცენტრებთან გადამზადებული კადრის დასაქმების შესახებ;
7. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებში გაიზარდა ცნობიერება ინკლუზიური ცეკვის შესახებ;
8. მოხდა ინკლუზიური ცეკვის პოპულარიზაცია.
უკან