- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
|
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიში ხორციელდება საერთაშორისო პროექტი ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით 2013-2014 სასწავლო წლის 15 ოქტომბერს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის ქრისტიან ფრაიგანგის ლექციები თემაზე “გოთიკური ხელოვნება”. ევროპის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორის ლექციები ჩვენ უნივერსიტეტში სიახლეა. თეორიული მიმართულებების სტუდენტებს წელს პირველად მიეცათ შესაძლებლობა უცხოელ პროფესორს მოუსმინონ. ღონისძიება ხორციელდება საერთაშორისო პროექტის “ხელოვნების ისტორია – აკადემიური გამოცდილება” ფარგლებში. პროექტი ჰუმანიტარულ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე დაიგეგმა და მიზნად ისახავს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დაახლოებას ევროპის საუნივერსიტეტო სივრცესთან. საერთაშორისო პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია პროფესორი ნატო გენგიური, ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის ხელმძღვანელი.
|