- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
პირველად საქართველოში !!!
3 სექტემბრიდან დაიწყო და გრძელდება საბუთების მიღება 2018/19 სასწავლო წლისათვის პროგრამაზე:
თეატრალური კოსტუმებისა და აქსესუარების პროფესიული სკოლა, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით, აცხადებს განცხადებების მიღებას საპილოტე სასწავლო კურსზე
„თეატრალური კოსტუმი-აქსესუარის კონცეფცია და რეალიზაცია“, რომელიც წარმოადგენს საფუძველს „თეატრალური კოსტუმებისა და აქსესუარების ოსტატის ასისტენტის“ პროფესიული კურსისთვის.
კურსის მიზანია: თეატრალური კოსტუმებისა და აქსესუარების შექმნის ხელობის დაუფლება.
კურსზე შერჩეული მსმენელი შეისწავლის კოსტუმის და აქსესუარების კონსტრუირებას, შეკერვას, გაფორმებას, გადაკეთებას, წმენდასა და მოვლა-შენახვას. გაეცნობიან კოსტუმისა და ხელოვნების ისტორიას.
საპილოტე პროექტის ხანგძლივობა 17 თვე. შერჩეული მსმენელებისათვის სწავლა უფასოა. საპილოტე პროექტის მონაწილეები სრული კურსის გავლის შემდეგ მიიღებენ სერტიფიკატს. აღნიშნული პროექტის მხარდამჭერები არიან:
· დავით სარაჯიშვილის საქველმოქმედო ფონდი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
რუსთაველის 19, ოთახი D 4; აღმაშენებლის 40, ოთახი 207; ტელ:+995 577 288 716
ელ-ფოსტა: gpkhakadze@gmail.com
უკან