- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
სტუდენტთა საყურადღებოდ!
დემოკრატიის ლაბორატორია საქართველოში ამერიკის საელჩოსთან ერთად მთელი საქართველოს მასშტაბით მოკლე ფილმების მარათონს ატარებს. მარათონი სახელწოდებით "ParaShoot" მიზნად ისახავს აქტუალური სოციალური თემების გარშემო დიალოგისა და დისკუსიის გააქტიურებას ვიზუალური თხრობისა და ორიგინალური ვიდეო კონტენტის შექმნის გზით, ასევე, კინო და ვიდეო ინდუსტრიაში ახალი სახეების აღმოჩენას და ხელშეწყობას.
მარათონში ჩაერთვებიან ახალგაზრდა სცენარისტები, რეჟისორები და პროდიუსერები საქართველოს ყველა რეგიონიდან. მათ 72 საათი ექნებათ იმისთვის, რომ შერჩეული თემის შესახებ გადაიღონ და დაამონტაჟონ მოკლე ფილმი პროფესიონალური აპარატურის, ან მობილური ტელეფონის საშუალებით. გამარჯვებულები გამოვლინდებიან როგორც პროფესიონალებს, ისე მოყვარულებს შორის.
გამარჯვებული გუნდები საჩუქრად მიიღებენ ფულად პრემიას 3000 ლარის ოდენობით, ასევე, Apple-ის ნოუთბუქებსა და პლანშეტურ კომპიუტერებს.
მარათონის ძირითადი ეტაპი 1-3 ივნისს გაიმართება, თუმცა განაცხადების მიღება შესარჩევი ეტაპისთვის უკვე დაწყებულია. მონაწილეობის მსურველებს დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის შეუძლიათ ეწვიონ ვებგვერდს: http://demlab.ge/parashoot
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 18 მაისი, ღამის 12 საათი!
მარათონის ფარგლებში შეიქმნება სპეციალური ვებპლატფორმა, განხორციელდება ფართომასშტაბიანი კამპანია ტრადიციულ და ახალ მედიაში, ასევე სოციალურ ქსელებში.
მარათონის ფარგლებში შექმნილი ფილმების ჩვენება მოეწყობა კინოთეტრ ამირანში, 12 ივნისს.
მარათონის ფარგლებში საქართველოს ეწვევა და მონაწილეებს მასტერ კლასს ჩაუტარებს ლინა სრივატსავა, რომლის ჩართულობით შექმნილ დოკუმენტურ ფილმებს მოპოვებული აქვს 2 ოსკარი, სანდენსის კინოფესტივალის 2 პრიზი და ემის ნომინაცია.
ფილმი იხ. აქ: https://www.imdb.com/title/tt0388789/
პროექტს ამერიკის საელჩოს გადაწყვეტილებითა და მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორია ახორციელებს. პროექტის პარტნიორები არიან:
გაეროს განვითარების პროგრამა, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, USAID, ZRDA, TBC ბანკი, მულტიმედია განათლების ცენტრი, ბორჯომი, ვისმინო, ველი, Red bull და სხვ.
ზემოხსენებულ პროექტში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს
გთხოვთ მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე: snioradze@tafu.edu.ge
იხ. მითითებული ბმული: ParaShoot - მოკლე ფილმების მარათონი
უკან