- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
სტუდენტთა საყურადღებოდ!
17 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დ. ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში ჩატარდება მოსკოვის თეატრის „სოვრემენნიკის“ წამყვანი მსახიობის, რუსეთის სახალხო არტისტის სერგეი გარმაშის მასტერ-კლასი.
მასტერ-კლასზე სერგეი გარმაში ისაუბრებს მსახიობის პროფესიასა და მასთან დაკავშირებულ სირთულეებზე, გაამხელს მსახიობის ოსტატობის საიდუმლოს და ხელობის თავისებურებებს.
შეხვედრაზე მოწვეულნი იქნებიან სამსახიობო ოსტატობის სტუდენტები, ახალგაზრდა მსახიობები და თეატრალური საზოგადოება.
მასტერ-კლასი გაიმართება მოსკოვის თეატრის „სოვრემენნიკის“ დიდი გასტროლების ფარგლებში თბილისში. ორგანიზატორები: ალ. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.
არ გამოტოვოთ!
უკან