- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
პროფესიული ინგლისური ენის კურსი კინემატოგრაფისტებისთვის!
ეს კურსი გათვალისწინებულია კინოხელოვანებისთვის, როგორც კურსდამთავრებულთათვის ისე სტუდენტებისთვის. მისი მიზანია დაინტერესებულ პირებს ასწავლოს პროფესიული ინგლისური ენა, რაც მათ მიეხმარება კვალიფიკაციის ამაღლებაში, პროექტების უფრო ეფექტურად განხორციელებაში, უცხოელ კოლეგებთან კომუნიკაციაში, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობაში.
გაკვეთილების ხასიათი ინტერაქციულია და გულისხმობს ოთხივე უნარის, საუბრის, კითხვის, მოსმენის და წერის განვითარებას და დახვეწას, პროფესიული შინაარსის ინგლისურენოვანი სტატიების დამუშავებას, კინოტერმინოლოგიის დაუფლებას, მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ინგლისურ ენაზე ყურებას და დისკუსიას. მხატვრული ლიტერატურის ნიმუშების და საერთაშორისო პრესის გაცნობას ინგლისურ ენაზე. თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა ტენდენციების გაცნობას და აუდიტორიის წევრების მიერ მათთვის საინტერესო თემებზე პრეზენტაციების მომზადებას.
დაგეგმილია 10 ერთეული, ორი - სამი საათის ხანგრძლივობის ლექცია. კურსი გაგრძელდება 2 თვე, 10 აპრილიდან 10 ივნისამდე.
სტუდენტს ინგლისურ ენაში უნდა ჰქონდეს საბაზისო ან საშუალო, დონე A2 – B1.
მეცადინეობები ჩატარდება ორშაბათს და ოთხშაბათს ან ორშაბათს და ხუთშაბათს ლექციების შემდეგ.
სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება უნივერსიტეტის II კორპუსში (დავით აღმაშენებლის გამზ. #40) 26 მარტს, 13:30სთ-ზე.
გთხოვთ, მობრძანდეთ!
უკან