- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
2018 წლის 10 თებერვალს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა სახელმწიფო დრამატული თეატრის ფოიეში, თეატრმცოდნე მარიკა წულაძის წიგნის - „მიხეილ თუმანიშვილის რეჟისურა სარეპეტიციო ჩანაწერების თანხლებით“ - პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრმა“ გამოსცა.
მარიკა წულაძე წლების განმავლობაში იკვლევდა დიდი ქართველი რეჟისორის, პედაგოგის და თეორეტიკოსის მიხეილ თუმანიშვილის მრავალმხრივ შემოქმედებას. წიგნი ამ კვლევის შედეგია. მასში რეტროსპექტიულად მიმოხილული და გაანალიზებულია მიხეილ თუმანიშვილის მრავალწლიანი შემოქმედებითი ბიოგრაფია, სპექტაკლები, დაწყებული 1940-იანი წლებიდან, რუსთაველის თეატრის პერიოდიდან, დამთავრებული მის მიერ დაარსებული კინომსახიობთა თეატრით. წიგნს ასრულებს 1982-1983 წლებში მარიკა წულაძის მიერ გაკეთებული - „ჩვენი პატარა ქალაქის“ - სარეპეტიციო ჩანაწერები.
წიგნი უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ მასში ასახული და გაანალიზებულია მიხეილ თუმანიშვილი: ადამიანი - მოქალაქე ცხოვრებისეული მრწამსით, რეჟისორი, პედაგოგი, სათეატრო თეორეტიკოსი.
უკან