- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ერაზმუსის პროგრამის ფარგლებში ვილნიუსის კინოსკოლის პროფესორმა, ცნობილმა ლიტველმა კინომსახიობმა, სცენარისტმა და კინორეჟისორმა, ქ-მა იანინა ლაპინსკაიტემ, ჩვენს ფაკულტეტზე ჩაატარა 12 სალექციო საათი (დაგეგმილი 8 სალექციო საათის ნაცვლად) დოკუმენტური კინოს გამომსახველობითი ხერხების განვითარების თანამედროვე შესაძლებლობების შესახებ. პროფ. იანინა ლაპინსკაიტემ ადვილად გამონახა საერთო ენა ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებთან. ლიტვური დოკუმენტური კინოს გამოცდილების საფუძველზე დაყრდნობით მან შეძლო დაეინტერესებინა და ახალ ჭრილში დაენახებინა თანამედროვე დოკუმენტური კინოს განვითარების სპეციფიკა როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.
უკან