- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
განცხადება
ცხადდება მიღება დოქტორანტურაში 2015-2016 სასწავლო წლისათვის შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:
ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი
- თეატრმცოდნეობა
ა. მსოფლიო თეატრი – ეპოქები, ეტაპები, ასპექტები
- კინომცოდნეობა
ა. ქართული კინო მითოლოგიურ-ფოლკლორულ ასპექტებში
ბ. მსოფლიო კინოს ისტორია
- ხელოვნებათმცოდნეობა
ა. ახალი ქართული ხელოვნება
- მედიის კვლევა /კულტურა მედიაში/
კინო-ტელე ფაკულტეტი
- ტელერეჟისურა
ქართული ხალხური სამუსიკო და ქორეოგრაფიული ხელოვნების ფაკულტეტი
- ქორეოგრაფიის ხელოვნება
საბუთები მიიღება 2015 წლის 1 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით.
დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა:
- განცხადება რექტორის სახელზე სადოქტორო პროგრამის მითითებით
- განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV)
- ოთხი ფოტოსურათი /3X4/ (დისკით)
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
- სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა-დასაბუთება
- სავარაუდო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის დამოწმებული ასლი /B2 დონე/ (არსებობის შემთხვევაში)
- ახსნა- განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში.
- მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის)
- რეფერატული ნაშრომი (ფორმატი: 7-10 ნაბეჭდი გვერდი, უნიკოდი ,,აკადნუსხ“-შრიფტი - 12,
ინტერვალი - 1/,,sylfaen” - შრიფტი - 11, ინტერვალი - 1) სასურველი თემატიკის ფარგლებში-თეორიული მიმართულების სადოქტორო პროგრამების მსურველებმა.
- სამოტივაციო წერილი სასურველი პროგრამის ფარგლებში - საშემსრულებლო მიმართულების სადოქტორო პროგრამების მსურველებმა.
- 20 ლარიანი ქვითარი
რეკვიზიტები : საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო
უნივერსიტეტი უნივერსიტეტი. საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028
ბანკი : სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
ანგარიში: 7 0888 7519
გამოცდა უცხო ენაში - 23 სექტემბერს 13 სთ. /მათთვის ვინც ვერ წარმოადგენს B2 დონის სერთიფიკატს/
გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება 24 სექტემბერს 13 საათზე.
გამოცდების შედეგები გამოცხადდება 25 სექტემბერს.
საპრეტენზიო განცხადებები მიიღება იმავე დღეს 25 სექტემბერს.
საბოლოო შედეგები გამოცხადდება 28 სექტემბერს.
სასწავლო პროცესი დაიწყება 2015 წლის 1 ოქტომბერს.
საბუთების მიიღება უნივერსიტეტის II კორპუსში, ოთახი 218 11 საათიდან 17 საათამდე
შაბათ-კვირის გარდა. ტელ: 2 94 20 69, 577 288 784, 577 288 785
უკან