- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
საქართველოს შოთა რუსთაველი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაერთო საერთაშორისო პროექტში „Smart-up Georgia" - (პროექტი დაფინანსებულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ)
პროექტი ინიცირებულია ესტონური კომპანიის BDA Consulting-ის მიერ და განხორციელდება თსუ-ში 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის ივნისის ჩათვლით. პროექტის კონსორციუმი შედგება საქართველოში აკრედიტირებული 17 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებისგან და მიზნად ისახავს ტრენინგ–პროგრამების საშუალებით პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტების მომზადებას მცირე ბიზნესის განსავითარებლად. პროექტში მონაწილე სტუდენტები უცხოელი ექსპერტების მენტორობით დაეუფლებიან მცირე ბიზნესის განვითარების უნარ-ჩვევებს, ჩატარდება პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებული start-up-ების კონკურსი და პირველ სამეულში გასული გუნდები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზით (საპრიზო ფონდი - 10000 ლარი). ასევე, წარმატებული გუნდი 1 კვირით გაემგზავრება ესტონეთის რესპუბლიკაში პროექტის დაფინანსებით.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროექტში ჩართული უნივერსიტეტების ნებისმიერი ფაკულტეტისა და საგანამანათლებლო პროგრამის სამივე საფეხურის სტუდენტებს. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.
პროექტის აღწერილობის, იმპლემენტაციის ფაზებისა და სააპლიკაციო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე: http://smartupgeorgia.com/
პროექტის ფეისბუკის გვერდი: https://www.facebook.com/smartupgeorgia
პროექტის ვიდეორგოლი იხილეთ აქ: https://www.youtube.com/watch?v=WD0x9AME3Ps
უკან