დასრულდა კლასტერული აკრედიტაციის პროცესი
უნივერსიტეტის სამივე საფეხურის 27 საგანმანათლებლო პროგრამაზე
გვსურს გაგიზიაროთ სასიხარულო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია - 2023 წლის დეკემბერში სახელოვნებო მიმართულების 27 საგანმანათლებლო პროგრამაზე მივიღეთ კლასტერული აკრედიტაცია შვიდი წლის ვადით!
ვულოცავთ ამ წარმატებას მთლიანად უნივერსიტეტს, სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს!
აკრედიტაცია მოვიპოვეთ შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
დრამის ფაკულტეტი (პირველი კლასტერი):
- ,,მსახიობის (დრამისა და კინოს მსახიობი მუსიკალური თეატრის მსახიობი; თოჯინების თეატრის მსახიობი პანტომიმის თეატრის მსახიობი)" საბაკალავრო პროგრამა;
- ,,თეატრის რეჟისურის" საბაკალავრო პროგრამა;
- ,,ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფიის" საბაკალავრო პროგრამა;
- ,,ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორი (ლოტბარი/რეგენტი)" საბაკალავრო პროგრამა;
- ,,სადადგმო ხელოვნების (თეორიისა და პრაქტიკის ანალიზი)" სამაგისტრო პროგრამა;
- ,,მეტყველების კულტურის (თეორიისა და პრაქტიკის ანალიზი)" სამაგისტრო პროგრამა;
- ,,თეატრისა და კინოს დრამატურგის ხელოვნების (თეორიისა და პრაქტიკის ანალიზი)" სამაგისტრო პროგრამა;
- ,,თეატრის რეჟისურის (შემოქმედებითი პედაგოგიკა)" სადოქტორო პროგრამა.
კინო-ტელე ფაკულტეტი (მეორე კლასტერი):
- "მხატვრული და დოკუმენტური კინოს რეჟისურის" საბაკალავრო პროგრამა;
- "ტელერეჟისურის" საბაკალავრო პროგრამა;
- "ანიმაციური კინოს რეჟისურა და თანამედროვე ტექნოლოგიების" საბაკალავრო პროგრამა;
- "ხმის რეჟისურის" საბაკალავრო პროგრამა;
- "კინო-ტელე ოპერატორის" საბაკალავრო პროგრამა;
- "აუდიოვიზუალური რეჟისურის (მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური, ხმის, ტელე)" სამაგისტრო პროგრამა;
- "კინო-ტელე ოპერატორის (თეორია და პრაქტიკა)" სამაგისტრო პროგრამა;
- "აუდიოვიზუალური ხელოვნების" სადოქტორო პროგრამა.
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი
(მესამე და მეოთხე კლასტერი)
- "თეატროლოგიის" საბაკალავრო პროგრამა;
- "კინომცოდნეობის" საბაკალავრო პროგრამა;
- "ხელოვნებათმცოდნეობის (ხელოვნების ისტორია და თეორია)" საბაკალავრო პროგრამა;
- "თეატროლოგიის" სამაგისტრო პროგრამა;
- "კინომცოდნეობის" სამაგისტრო პროგრამა;
- "ეთნო-ქორეოლოგიის (ქართული ქორეოგრაფიის ისტორია, თეორია და კრიტიკა)" სამაგისტრო პროგრამა;
- "ხელოვნებათმცოდნეობის (ქართული ხელოვნება –კვლევა და დაცვა)" სამაგისტრო პროგრამა;
- "თეატროლოგიის" სადოქტორო პროგრამა;
- "კინომცოდნეობის" სადოქტორო პროგრამა;
- "ქორეოლოგიის (ქორეოგრაფიული ხელოვნების კვლევა)" სადოქტორო პროგრამა;
- "სახელოვნებათმცოდნეო კვლევების (ქართული ხელოვნება მსოფლიო ხელოვნების კონტექსტში)" სადოქტორო პროგრამა.
უკან