ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისადმი მიძღვნილი

საიუბილეო სესია

„ისტორიის კვალდაკვალ - სათეატრო ინსტიტუტიდან თეატრისა და კინოს უნივერსიტეტამდე“

2023 წლის 8 დეკემბერს, 15:00 საათზე დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი მართავს უნივერსიტეტის 100 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო სესიას - ,ისტორიის კვალდაკვალ - სათეატრო ინსტიტუტიდან თეატრისა და კინოს უნივერსიტეტამდე“.

საიუბილეო სესიაზე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელები წარმოადგენენ მოხსენებებს საქართველოში ერთ-ერთი უძველესი სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლის - სასცენო ხელოვნების ინსტიტუტის, შემდგომში - თეატრალური ინსტიტუტის, დღეს - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის - ისტორიასა და დღევანდელობაზე.

 

- სათეატრო ხელოვნების სწავლების ისტორიისათვის საქართველოში - გიორგი ცქიტიშვილი, თეატროლოგი, პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ინსტიტუტის დირექტორი

 

- საუკუნოვანი უნივერსიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა - ირმა დოლიძე, ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი

 

- დრამის რეჟისორები თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში - თამარ ქუთათელაძე, თეატროლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი

 

- კინოფაკულტეტის სათავეებთან - ლია კალანდარიშვილი, კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი

 

- კინომცოდნეობის დისციპლინის საწყისებთან - გიორგი რაზმაძე, კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასისტენტ-მკვლევარი

 

- ქორეოგრაფია - ქორეოლოგია - ისტორიის კვალდაკვალ - ხათუნა დამჩიძე, ქორეოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მეცნიერ-თანამშრომელი

 

- სახვითი ხელოვნების სწავლების შესახებ - პორტრეტები - ეკა თაბუკაშვილი, ხელოვნებათმცოდნე, დოქტორანტი, მეცნიერ-თანამშრომელი

 

- ინტერდისციპლინარული კვლევის სათავეებთან - მანანა პაიჭაძე, ,გერმანისტი, პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

 

 

მისამართი: საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი (რუსთაველის გამზ. #19), ვასილ კიკნაძის სახელობის აუდიტორია.

 

დასწრება თავისუფალია.

ხანგრძლივობა: 15:00 – 17:00

 

 

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2677135
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2024-07-15
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია