- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
2023-2024 სასწავლო წელს აცხადებს მსმენელთა მიღებას
პროფესიული მომზადების / პროფესიული გადამზადების
საგანმანათლებლო პროგრამებზე:
პროფესიული გადამზადების პროგრამა
თეატრალური კოსტუმის მკერავი
პროგრამის ხელმძღვანელი: ანკა კალატოზიშვილი
პროგრამის შესახებ:
მსმენელები 36 კვირიან სასწავლო-პრაქტიკულ პროცესში დაეუფლებიან ქალისა და მამაკაცის თეატრალური კოსტუმის შექმნას, შეისწავლიან და შეიძენენ ამ ხელობისთვის საჭირო უნარებს. პროგრამა შედგება რამდენიმე ეტაპისგან (ნაციონალური სამოსი; რენესანსის ეპოქის სამოსი; როკოკო - ბაროკო; XIX-XX საუკუნის კოსტუმი, თეატრალურ-აბსტრაქტული კოსტუმი) და ყოველი ეტაპის დასრულებისას, პროგრამის ხელმძღვანელის კოორდინირებით, მსმენელი წარმოადგენს მის მიერ შექმნილ სხვადასხვა ეპოქის ქალისა და მამაკაცის თეატრალურ კოსტუმს.
მიღების წინაპირობა:
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
მსმენელთა საერთო რაოდენობა პროგრამაზე:
მსურველების რეგისტრაცია მიმდინარეობს 2023 წლის 15 ნოემბრიდან - 5 დეკემბრამდე.
მსმენელის რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალური პორტალზე -
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია
https://vet.emis.ge/#/registration
მომზადების და გადამზადების პროფესიული პროგრამები https://vet.emis.ge/#/training-programs
ვინც რეგისტრაციის შემდეგ მოიპოვებს ჩარიცხვის უფლებას, მათთვის გამოცდა-გასაუბრება ჩატარდება 2023 წლის 6 დეკემბერს.
გამოცდა-გასაუბრების შედეგები გამოქვეყნდება - 7 დეკემბერს.
აპელაციის ვადა - 8 დეკემბერი.
ჩარიცხულთა საბოლოო სიის გამოქვეყნების ვადა - 9 დეკემბერი.
სასწავლო პროცესი დაწყება - 2023 წლის 11 დეკემბერს და დასრულება - 2024 წლის 8 ოქტომბერს;
სწავლის საფასური - 855 ლარი (თვეში 95 ლარი)
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
ელ-ფოსტა: info@tafu.edu.ge
ტელ: 574010636
პროფესიული გადამზადების პროგრამა -
თეატრალური კოსტუმის აქსესუარისა და ქვილთის სპეციალისტი
პროგრამის ხელმძღვანელი: ანკა კალატოზიშვილი
პროგრამის შესახებ:
მსმენელები 36 კვირიან სასწავლო-პრაქტიკულ პროცესში დაეუფლებიან თეატრისა და კინოს კოსტუმის აქსესუარებისა და ტექსტილის (ქვილთის) შექმნას, შეისწავლიან და შეიძენენ ამ ხელობისთვის საჭირო უნარებს. პროგრამა შედგება რამდენიმე ეტაპისაგან (ნაციონალური სამოსის აქსესუარი; რენესანსის ეპოქის სამოსის აქსესუარი; როკოკო - ბაროკო სტილის სამოსის აქსესუარი; XIX -XX საუკუნის კოსტუმის აქსესუარი; ქვილთის შექმნის ტექნიკის საფუძვლები; ტექსტილის ნიმუშების შექმნა - თავისუფალი გეომეტრია) და ყოველი ეტაპის დასრულებისას, პროგრამის ხელმძღვანელის კოორდინირებით, მსმენელი წარმოადგენს მის მიერ შექმნილ მამაკაცისა და ქალის კოსტუმის აქსესუარებსა და შექმნილი ტექსტილის ნიმუშებს.
მიღების წინაპირობა:
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
მსმენელთა საერთო რაოდენობა პროგრამაზე:
მსურველების რეგისტრაცია მიმდინარეობს 2023 წლის 15 ნოემბრიდან - 5 დეკემბრამდე.
მსმენელის რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალური პორტალზე -
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია
https://vet.emis.ge/#/registration
მომზადების და გადამზადების პროფესიული პროგრამები https://vet.emis.ge/#/training-programs
ვინც რეგისტრაციის შემდეგ მოიპოვებს ჩარიცხვის უფლებას, მათთვის გამოცდა-გასაუბრება ჩატარდება 2023 წლის 6 დეკემბერს.
გამოცდა-გასაუბრების შედეგები გამოქვეყნდება - 7 დეკემბერს.
აპელაციის ვადა - 8 დეკემბერი.
ჩარიცხულთა საბოლოო სიის გამოქვეყნების ვადა - 9 დეკემბერი.
სასწავლო პროცესი დაწყება - 2023 წლის 11 დეკემბერს და დასრულება - 2024 წლის 8 ოქტომბერს;
სწავლისსაფასური - 585 ლარი (თვეში 65 ლარი)
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: ელ-ფოსტა: info@tafu.edu.ge
ტელ: 574010636
პროფესიული მომზადების პროგრამა -
მხატვარ-დეკორატორი
პროგრამის ხელმძღვანელი: ავთანდილ ჩაჩავა
პროგრამის შესახებ:
მხატვარ-დეკორატორის სპეციალობა სახელოვნებო სივრცეში არსებულ პროფესიებს მიეკუთვნება. იგი ძალზედ მნიშვნელოვანია თეატრსა და კინოში, ასევე შოუ ბიზნესის სფეროში. მსმენელები 34 კვირიანი სასწავლო პრაქტიკულ პროცესში დაეუფლებიან დამდგმელი მხატვრის ესკიზების მიხედვით სპექტაკლის ან ფილმის შესაბამისი კონსტრუქციის შექმნას, სახვითი ხელოვნების სხვადასხვა ტექნიკისა და მათ გამოსახულების შესაძლებლობებს, დეკორატიული ხელოვნებისა და გრაფიკული კომპოზიციის საფუძვლებს, სადადგმო ჯგუფის მიერ შექმნილი შემოქმედებითი პროექტის შესრულებას (მასალათა შერჩევიდან თუ კონსტრუქციათა ხაზვა–გამოგონებიდან პრაქტიკულ შესრულებამდე).
ასევე კურსდამთავრებული შეძლებს მხატვრულ ნაკეთობათა, რეკვიზიტებისა და
ბუტაფორიის, შესაბამისი მასალების, ფაქტურებისა და ტექსტურების შერჩევას,
პრაქტიკულ შესრულებას, მათ მოხატვას და აპლიკაციას.
სასწავლო კურსი, მეტწილად, პრქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზეა
ორიენტირებული, რომელიც, აუცილებელი წესით, შემოქმედებით მიდგომასაც
გულისხმობს.
სწავლის პროცესში მსმენელი იქნება ჩართული საქართველოს შოთა რუსთაველის
თეატრისა და კინოს სახლემწიფო უნივერსიტეტის სასწავლო-შემოქმედებითი პროექტების განხორციელებაში (სპექტაკლების, ფილმების, ქორეოგრაფიული და მუსიკალური კონცერტების გაფორმება).
მიღების წინაპირობა:
გამოცდაზე კონკურსანტმა უნდა შეასრულოს გეომეტრიული სხეულების კომპოზიცია სივრცეში - კომპოზიციური ვერსიის შედგენა და ამავე ვერსიის ნახატის შედგენა ფერში (მასალა - ფანქარი, წყლის საღებავი, ქაღალდი ზომა-A4).
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
მსმენელთა საერთო რაოდენობა პროგრამაზე:
მსურველების რეგისტრაცია გახანგრძლივდა 2023 წლის 13 დეკემბრამდე.
მსმენელის რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ პორტალებზე:
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია
https://vet.emis.ge/#/registration
მომზადების და გადამზადების პროფესიული პროგრამები https://vet.emis.ge/#/training-programs
შენიშვნა:
რეგისტრაციის პროცესი ითვალისწინებს 2 ეტაპს
იხ. ვიდეო - მხატვარ-დეკორატორი
* * *
პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებული აპლიკანტებისთვის უნივერსიტეტის შიდა გამოცდა-გასაუბრება ჩატარდება 2023 წლის 27 ნოემბერს.
გამოცდა-გასაუბრების შედეგები გამოქვეყნდება - 28 ნოემბერს.
აპელაციის ვადა - 29 ნოემბერი.
ჩარიცხულთა საბოლოო სიის გამოქვეყნების ვადა - 30 ნოემბერი.
სასწავლო პროცესი დაიწყება 2023 წლის 1 დეკემბერს და დასრულდება 2024 წლის 30 სექტემბერს.
სწავლის საფასური - 765 ლარი (თვეში 90 ლარი)
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
ელ-ფოსტა: info@tafu.edu.ge ტელ.: 574010636
უკან