ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

"თეატრალურის" სტუდენტების წარმატება 2023 წელს ჩინეთში გამართულ WTEA-ს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე

2023 წლის 23 - 30 ოქტომბერს პეკინსა და გუილინში (ჩინეთი) გამართულ მსოფლიო თეატრალური განათლების ალიანსის (WTEA) საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა, რეჟისორებმა თათა თავდიშვილმა (დოქტორანტი) და ტატო გელიაშვილმა (მაგისტრანტი), დრამის ფაკულტეტის დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობის სტუდენტებმა.

მსოფლიო თეატრალური განათლების ალიანსი (World Theatre Education Alliance - WTEA) დაფუძნდა პეკინში, 2016 წლის 18 ოქტომბერს, UNESCO-ს ეგიდით, მსოფლიოს 12 წამყვანი თეატრალური სკოლის მიერ (Bulgaria – National Academy for Theatre and Film Arts, China – The Central Academy of Drama, Germany – Ernst Busch Academy of Dramatic Arts, Japan – Toho Gakuen College of Drama and Music, Korea – Department of Theatre, Chung Ang University, Norway – Nord University, Poland – The Aleksander Zelwerowicz National Academy of Dramatic Arts, Russia – Russian State Institute of Performing Arts, Spain – Institute Del Teatre, Ukraine – Kyiv National I.K. Karpenko-Kary University of Theatre, Cinema and Television, UK – Guildhall School of Music & Drama). დამფუძნებელთა შორის არის საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.

23 ოქტომბერს პეკინში და 28 ოქტომბერს გუილინში, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნა თათა თავდიშვილის და ტატო გელიაშვილის სპექტაკლის - „აია“ - პრემიერა.

სპექტაკლი აგებულია არქაულ მითებსა და ბალადებზე, რომელიც ეფუძნება დიდ ეზოთერულ და ფარულ ცოდნას.

კოლხური სამყარო, თავის მრავალფეროვნებით, იმდროინდელი მოვლენების საინტერესოდ და მეტაფორულად, სხეულის ენით გადმოცემის საშუალებას იძლევა.

სპექტაკლის კონცეფცია მოგვითხრობს ბუნების ძალის მნიშვნელობაზე, რომელშიც მედეა გახდა ინფორმაციის შუამავალი და მისცა მას ზებუნებრივი თვისებები.

საზოგადოებამ უნდა იგრძნოს ბუნების გავლენა ჩვენი პიროვნებისა და შესაძლებლობების ჩამოყალიბებაზე.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, საიდან მოვდივართ.

სპექტაკლში მონაწილეობენ დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობის სტუდენტები:

მარი ენგურელი, ნინი ნოზაძე, გუგა ქაცარავა, თეკლა სულაქველიძე, თორნიკე კაკულია, ნიკოლოზ გოგიძე, მარიამ ავალიანი, ლიზა ნიკვაშვილი.

რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა მონაწილეობა მიიღო ფესტივალის ფარგლებში გამართულ ფორუმში.

რეჟისორმა თათა თავდიშვილმა, ფესტივალის მონაწილეებისთვის ჩაატარა ვორქშოფი სამსახიობო ოსტატობასა და სასცენო მოძრაობაში.

ფორუმ-ფესტივალში მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს 14 წამყვანი თეატრალური სკოლის 150-ზე მეტი მონაწილე.

წლევანდელ ფორუმ-ფესტივალზე გაცემულ 14 ჯილდოს შორის ორი ჯილდო „თეატრალურის“ სტუდენტებს ხვდათ წილად:

WTEA Acting Award გადაეცა მარი ენგურელს და Outstanding Acting Award - ნინი ნოზაძეს.

 

იხილეთ ფესტივალის ფოტოები

იხილეთ "აია" ფოტოები

 

 

 

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2734048
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2024-08-13
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია