- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
2023 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ხელოვნების მკვლევართა XVI საერთაშორისო კონფერენციის გახსნის ცერემონია და ახალი გამოცემის „ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებული, #3(13) 2023 - კულტურა და გლობალური გამოწვევები“ წარდგენა.
კონფერენცია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და 70 მომხსენებელი მონაწილეობს, როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის (გერმანია, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, უკრაინა, ბელარუსი, აზერბაიჯანი და სხვა) უნივერსიტეტებიდან.
კონფერენცია გახსნა ორგანიზატორმა, პროფესორმა ნატო გენგიურმა კონფერენციის მომხსენებლებს, ქართველ და უცხოელ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უნვერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა, სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზვიად დოლიძემ.
უნივერსიტეტს იუბილე მიულოცეს უცხოელმა სტუმრებმა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის პროფესორმა ქრისტიან ფრაიგანგმა, სანდრა რაზვანა ჩერნატმა, რომელიც არის იონ ლუკა კარაჯალეს სახელობის თეატრისა და კინოს ეროვნული უნივერსიტეტიდან (რუმინეთი); ფლორენციის მაქს პლანკის ხელოვნების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა ირინე გივიაშვილმა; ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, პროფესორმა ანდრონიკა მარტონოვამ.
კონფერენციის გახსნაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტს შორის.
განსაკუთრებით აღინიშნა ორენოვანი, სამეცნიერო გამოცემის „ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებულის“ მნიშვნელობა საქართველოში სახელოვნებო მეცნიერებების სფეროებში კვლევების ხელშეწყობისა და საერთაშორისო მასშტაბით ცნობადობის ამაღლების კუთხით. სიგელებით დაჯილდოვდნენ ჟურნალის საგამომცემლო ჯგუფის წევრები, გამომცემლობა „კენტავრი“ და სარედაქციო საბჭოს ქართველი და უცხოელი წევრები.
უკან