ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

დადგენილება #323

 

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, 2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ მაგისტრანტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსებისთვის გამოიყო 205 000 (ორას ხუთი ათასი) ლარი.

 

სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულმა მაგისტრანტმა, რომელიც მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხა საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებით.

 

მაგისტრანტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად განცხადებას არეგისტრირებენ:

➔         ელექტრონულად, ვებგვერდზე − http://socreg.mes.gov.ge

➔         საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში.

 

სოციალური პროგრამის კანდიდატთა კატეგორიები და სხვა სასარგებლო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5898524?publication=0

 

დადგენილება #324

 

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისათვის გამოიყო 2 520 000 (ორი მილიონ ხუთას ოცი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.

 

სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად განცხადებას არეგისტრირებენ:

➔         ელექტრონულად, ვებგვერდზე − http://socreg.mes.gov.ge

➔         საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში.

 

სოციალური პროგრამის კანდიდატთა კატეგორიები და სხვა სასარგებლო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5898467?publication=0

 

დადგენილება #326

 

საქართველოს იმ მოქალაქის, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირის, რომელზეც გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ან/და აღნიშნულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული აქვს პირადი ნომერი და რომელიც  აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა განისაზღვრა 20 000 (ოცი ათასი)  ლარით.

 

სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით, პირი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარადგენს განცხადებას.

 

სოციალური პროგრამის კანდიდატთა კატეგორიები და სხვა სასარგებლო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5898425?publication=0

 

 

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2734046
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2024-08-13
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია