- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
ფინანსური დავალიანების საფუძველზე
სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა საყურადღებოდ!
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფინანსური დავალიანების საფუძველზე სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის ფინანსური დავალიანების განულებას.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის აკადემიური საფეხურის სტუდენტებისთვის, რომელთაც 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით სტატუსი შეჩერებული აქვთ ფინანსური დავალიანების გამო და სტატუსის შეჩერებიდან არ არის გასული 5 წელი, ცხადდება ადმინისტრაციული რეგისტრაცია 2023 წლის 02 ოქტომბრიდან 2023 წლის 09 ოქტომბრის ჩათვლით.
რეგისტრაცია იწარმოებს ონლაინ რეჟიმში.
იხილეთ ბმული: სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა სარეგისტრაციო პორტალი
სარეგისტრაციოდ სტატუსშეჩერებულმა სტუდენტმა უნდა გადაიხადოს მიმდინარე - 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასური და ატვირთოს პორტალზე.
სწავლის საფასურის გადახდის წესი - ბმული
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
ან დაგვირეკეთ:
599930925
577288776
უკან