- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
ყურადღება!
საერთაშორისო ტრენინგები სტუდენტებისთვის 2023 წლის 2 ოქტომბრიდან!
2 ოქტომბერს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს სასწავლო კურსების ჩატარებას.
ტრენინგები შესანიშნავ შანსს გაძლევთ მიიღოთ ახალი ცოდნა თანამედროვეობის აქტუალური მოთხოვნების მიმართულებით, რაც დაგეხმარებათ თვითრეალიზაციაში, იდეების განხორციელებასა და წარმატებაში.
თქვენ გაქვთ შანსი დაუკავშირდეთ უცხოელ თანატოლებს, დაამყაროთ საერთაშორისო კავშირები თანამოაზრეებთან: ტრენინგები დასრულდება სწავლის პერიოდში სტუდენტების მიერ შემუშავებული პროექტების - სტარტაპების კონკურსით.
გამარჯვებული/გამარჯვებულები გაემგზავრება/გაემგზავრებიან საერთაშორისო კონკურსზე ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების სტუდენტები მოიყრიან თავს.
კურსები მომზადდა ერაზმუს + ინსტიტუციური განვითარების პროექტის CONNECT პროგრამის ფარგლებში TAFU Connect Project_ERASMUS+ ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით.
კურსები მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგების მიერ.
პროცესს ხელმძღვანელობს პროექტის მენეჯმენტის ჯგუფის ხელმძღვანელი და აკადემიური ნაწილის კოორდინატორი, პროფესორი ნატო გენგიური.
პროექტის კოორდინატორია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საერთაშორისო პროგრამების სამსახურის ხელმძღვანელი ნანა ლეწვერიძე.
2 ოქტომბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება სამი კურსი. კურსები მონაწილეებს დაეხმარება დამატებითი ცოდნისა და უნარების შეძენაში, საკუთარი ბიზნეს იდეის/სტარტაპის ფორმირებასა და განვითარებაში.
კურსები ჩატარდება როგორც ონლაინ ფორმატში, ასევე აუდიტორიაში.
კურსი 1: ციფრული უნარების განვითარების კურსი - Digital Skills Development Course
პედაგოგები: რეზი ჭიჭინაძე, თამთა თურმანიძე, ქეთევან ოჩხიკიძე 02.10.23 - 12.10.23 (2 კვირა, კვირაში 3-ჯერ)
თითოეული ჩვენგანი დღეს დამოკიდებულია ციფრულ ტექნოლოგიებზე, რაც სწრაფად იცვლება და ვითარდება.
რა უნდა ვიცოდეთ ახალი ციფრული სამყაროს პირობებში? როგორ გამოვიმუშავოთ უნარები, რომ მომავლის გამოწვევებს მომზადებულები დავხვდეთ?
კურსი გაგარკვევთ ციფრულ კომუნიკაციასა და მედია პლატფორმების განსხვავებებში, სოციალური ქსელის ეფექტებში, დიზაინ აზროვნების სისტემაში და ა.შ.
პედაგოგები: დოდო ჭუმბურიძე, გიორგი ფხაკაძე - 16.10.23 - 30.10.23 - 3 კვირა, კვირაში 3-ჯერ, ხოლო 22 - 24 ნოემბერი (საკონსულტაციო შეხვედრები).
ბიზნესის პრე-აქსელერაციის კურსი დაგეხმარებათ თქვენი ბიზნეს იდეების განხილვასა და საუკეთესოს შერჩევაში; მომხმარებლისთვის შესაბამისი პროდუქტის შექმნისთვის საჭირო ცოდნის მიღებაში.
კურსი 3: ფსიქოტექნიკა და შემოქმედებითი უნარები - Psychotechnique and art skills
პედაგოგები: თათა თავდიშვილი, თიკო ქათამაშვილი - 06. 11. 23 - 18.11.23 ორი კვირა, კვირაში 3-ჯერ
კურსის მიზანია თქვენი სხეულისა და გონებრივი შესაძლებლობების აღმოჩენა, რაც დაგეხმარებათ გახდეთ თავდაჯერებული პრეზენტაციების, საჯარო გამოსვლებისა და ადამიანებთან კომუნიკაციის დროს.
ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია 2023 წლის 19 სექტემბრიდან 01 ოქტომბრის ჩათვლით ბმულზე: https://tafuconnect.tilda.ws/?fbclid=IwAR2d3eSGqQsVAgGSgwgkjOgunwLs9kLVsoXuoBwnzS0MOrN66N5cx8CMgII
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ:
უკან