- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი
აცხადებს პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური პროექტის
განვითარების კონკურსს!
ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს 22-დან 30 წლის ჩათვლით.
განმცხადებელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.
ფორუმის სამუშაო ენა - ქართული.
განცხადების მიღების ბოლო თარიღია 15 სექტემბერი, 2023 წელი.
კონკურსში გასული პროექტების სია გამოქვეყნდება 30 სექტემბერს.
მოთხოვნილი საკონკურსო მასალა:
საკონკურსო მასალა უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tisff.pitchingforum@tafu.edu.ge
ფორუმის ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულს, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით (საპრიზო ფონდი: I ადგილი – 5000 ლარი, II ადგილი - 3000 ლარი, III ადგილი – 2000 ლარი). ფულადი ჯილდოს გარდა, უნივერსიტეტი გამარჯვებულ პროექტებს ნაწილობრივ უზრუნველყოფს გადაღებებისთვის აუცილებელი ტექნიკური ბაზით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, გამარჯვებულ პროექტთა ავტორები ვალდებულები იქნებიან მომავალი ფილმის პროექტისთვის, 2024 წლის 1 ნოემბრამდე შექმნან:
პროექტი ხორციელდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, საზოგადოებრივი მაუწყებლის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.
ფორუმის პარტნიორია კინოკომპანია „ჯაგა გრიპი
ფიჩინგისთვის: ტუტორი - ქეთი მაჭავარიანი
ჟიური: ვანო არსენიშვილი, ინეკე სმითს
უკან