ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

განცხადება

 

ცხადდება   მიღება  დოქტორანტურაში  2023-2024  სასწავლო  წლისათვის  შემდეგ  სადოქტოროპროგრამებზე:

 

სახელოვნებო   მეცნიერებების,  მედიისა და  მენეჯმენტის  ფაკულტეტი

 

  • ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევები - თეატრმცოდნეობა

მსოფლიო თეატრი - ეპოქები,ეტაპები, ასპექტები - ხელმძღვ. ასოც. პროფ. მ. ვასაძე

  • კულტურა მედიაში - ხელმძღვ. პროფ. გ. ჩართოლანი

 

საბუთები  მიიღება  2023 წლის  1  სექტემბრიდან   14  სექტემბრის  ჩათვლით.

 

 დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა:

- განცხადება რექტორის სახელზე სადოქტორო პროგრამის მითითებით

- განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV)

- ოთხი ფოტოსურათი /3X4/ (დისკით)

- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი

 - პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი

- სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის  შუამდგომლობა სათანადო დასაბუთებით;

- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის დამოწმებული ასლი /B2 დონე/ (არსებობის შემთხვევაში /TOEFL PBT, TOEFL IBT, IELTS ან Cambridge Exam/)

- ახსნა- განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში.

- მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის).

- სამოტივაციო წერილი.

 

- რეფერატი საკვლევი თემის შესახებ. სადაც წარმოდგენილი იქნება კვლევის მიზნები, სიახლე, აქტუალობა, კვლევის სავარაუდო მეთოდოლოგია, კვლევის მოსალოდნელი შედეგები და კვლევის ირგვლივ არსებული ლიტერატურის მიმოხილვა    სასურველი თემატიკის ფარგლებში. (ფორმატი: 5-7 ნაბეჭდი გვერდი, უნიკოდი ,,აკადნუსხ“-შრიფტი - 12, ინტერვალი - 1/,,sylfaen” - შრიფტი - 11, ინტერვალი - 1)

 

- 40 ლარიანი ქვითარი

რეკვიზიტები : საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო   

                                 უნივერსიტეტი.  საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028

                                 ბანკი : სახელმწიფო ხაზინა

                                 ბანკის კოდი: TRESGE22

                                 ანგარიში: 7 0888 7519 

 

  • გამოცდა ინგლისურ  ენაში  ჩატარდება - 18 სექტემბერს

                  /მათთვის ვინც ვერ წარმოადგენს B2 დონის სერთიფიკატს/

  • გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება - 20 სექტემბერს.

               

                  საპრეტენზიო განცხადებები მიიღება იმავე დღეს 20 სექტემბერს. 

                  საბოლოო შედეგები გამოცხადდება  21 სექტემბერს.

             

     სასწავლო პროცესი დაიწყება 2023 წლის 26 სექტემბერს.  

 

      საბუთები მიიღება უნივერსიტეტის I კორპუსში (შოთა რუსთაველის  გამზირი 19),  ოთახი 5 ,    11 საათიდან  17 საათამდე   შაბათ-კვირის გარდა. ტელ: +995 322 999411 (#162),  577 288 784,  577 288 785 ,577 727 030.

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2733902
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2024-08-13
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია