ბრძანება N 110/2
2023 წლის 02 ივნისი ქ. თბილისი
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის /კანცლერის/ თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის და 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის და სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის და 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. 2023 წლის 3 ივნისიდან გამოცხადდეს კონკურსი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) თანამდებობის დასაკავებლად.
2. კანდიდატების რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყოს 2023 წლის 3 ივლისიდან და გაგრძელდეს 2023 წლის 12 ივლისის ჩათვლით.
3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- უმაღლესი განათლება (მაგისტრის აკადემიური ხარისხი)
- ეკონომიკის, ფინანსების ან/და მენეჯმენტის სფეროში მიღებული განათლება
- ეკონომიკის, ფინანსების ან/და მენეჯმენტის სფეროში მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან განათლების/კულტურის სისტემაში მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.
- გამოცდილება ფინანსების მართვაში.
- გამოცდილება სახელმწიფო ან იურიდიული პირის რანგში მატერიალურ-ტექნიკური შესყიდვების მიმართულებით.
- სახელმწიფო ენის (ქართული) ცოდნა
- უცხო ენის (სასურველია ინგლისური) ცოდნა
- კომპიუტერული პროგრამების მართვის საშუალო დონე (მინიმალური მოთხოვნაა საოფისე და ინტერნეტ პროგრამები)
4. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) თანამდებობის დაკავების მსურველმა კონკურსში მონაწილეობის მიზნით უნდა წარმოადგინოს №1 დანართში მითითებული დოკუმენტები.
5. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
6. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ უნივერსიტეტის web.გვერდი: http://tafu.edu.ge/; http://jobs.ge/;
7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს კადრების და კანცელარიის სამსახურს.
8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64.
საფუძველი: 02.06.2023 წლის აკადემიური საბჭოს სხდომის
№ 9 დადგენილება.
გიორგი შალუტაშვილი
რ ე ქ ტ ო რ ი
დანართი №1
თანამდებობის დასახელება
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი)
დამსაქმებელი
სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
თანამდებობრივი სარგო
2080 ლარი
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას;
- უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;
- ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის კოლეგიურ ორგანოს ან წარმომადგენლობით საბჭოს;
- ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის პროექტს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის კოლეგიურ ორგანოს ან წარმომადგენლობით საბჭოს;
- ხელმძღვანელობს ფაკულტეტებისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უნივერსიტეტის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და დამტკიცებას;
- ადგენს და რექტორთან ერთად ამტკიცებს უნივერსიტეტის საშტატო ნუსხას თანამდებობების დასახელების, რაოდენობის და ხელფასის მითითებით;
- ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს; თუ შტატგარეშე დასაქმებულებთან დებს შრომის ხელშეკრულებებს, განსაზღვრავს შრომის ანაზღაურების ოდენობას;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს;
- ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
10. იღებს გადაწყვეტილებას:
10.1. დასაქმებულებზე პრემიისა და მატერიალური დახმარების გაცემის შესახებ;
10.2. სტუდენტის სწავლის საფასურის გადახდის გადავადებაზე ან/და ზედმეტად გადახდილის დაბრუნებაზე;
10.3. უნივერსიტეტის დამხმარე ხასიათის ეკონომიკურ საქმიანობაზე;
11. უფლებამოსილია მოახდინოს საკუთარი უფლებამოსილების დელეგირება უნივერსიტეტის თანამშრომელზე.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (მაგისტრის აკადემიური ხარისხი)
- ეკონომიკის, ფინანსების ან/და მენეჯმენტის სფეროში მიღებული განათლება
- ეკონომიკის, ფინანსების ან/და მენეჯმენტის სფეროში მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან განათლების/კულტურის სისტემაში მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.
- გამოცდილება ფინანსების მართვაში.
- გამოცდილება სახელმწიფო ან იურიდიული პირის რანგში მატერიალურ-ტექნიკური შესყიდვების მიმართულებით.
- სახელმწიფო ენის (ქართული) ცოდნა
- უცხო ენის (სასურველია ინგლისური) ცოდნა
- კომპიუტერული პროგრამების მართვის საშუალო დონე (მინიმალური მოთხოვნაა საოფისე და ინტერნეტ პროგრამები)
წარსადგენი დოკუმენტები:
- განცხადება აკადემიური საბჭოს სახელზე
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
- CV ფოტოსურათით
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
- ეკონომიკის, ფინანსების ან/და მენეჯმენტის სფეროში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი/ დიპლომი )
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და განათლების/კულტურის სისტემაში მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
- 4 წლიანი სამოქმედო გეგმა და უნივერსიტეტის განვითარების კონცეფცია.
ü კანდიდატის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 65 წელს.
კონკურსის ეტაპები:
- რეზიუმეების გადარჩევა;
- კანდიდატებთან გასაუბრება;
- კანდიდატის არჩევა აკადემიური საბჭოს მიერ;
- კანდიდატის დამტკიცება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ;
განცხადებების მიღება:
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. № 19 ან ელექტრონულ მისამართზე - info@tafu.edu.ge
საკონტაქტო ტელეფონი: + 995 32 2 999-411
უკან