აპელაცია
- რექტორის ბრძანებით, კონკურსის პერიოდში უნივერსიტეტში იმუშავებს სააპელაციო კომისია.
- უნივერსიტეტი უზრუნველყოფს კონკურსის შედეგების განთავსებას უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tafu.edu.ge ყოველი ტურის ან გამოცდის დასრულებიდან 8 საათის განმავლობაში.
- უნივერსიტეტში მისაღები შემოქმედებითი კონკურსის მიმდინარეობა გადაღებული იქნება ვიდეოკამერით. ვიდეომასალა შეინახება უნივერსიტეტის არქივში და შეიძლება გამოყენებულ იქნას სააპელაციო კომისიის მიერ. აღნიშნული ვიდეომასალა წარმოადგენს უნივერსიტეტის დაცულ ინფორმაციას და აბიტურიენტებზე არ გაიცემა.
- აბიტურიენტი უფლებამოსილია შეიტანოს სააპელაციო განცხადება სააპელაციო კომისიის სახელზე შემოქმედებითი ტურის შედეგების გამოცხადებიდან 18 საათის განმავლობაში.
- სააპელაციო კომისია განიხილავს აპელანტის განცხადებას და საჭიროების შემთხვევაში ნახულობს ტურის ვიდეოჩანაწერს.
- სააპელაციო განხილვას ესწრება მხოლოდ აბიტურიენტი.
- სააპელაციო კომისია უფლებამოსილია აბიტურიენტს ნება დართოს ხელმეორედ გაიაროს შესაბამისი საკონკურსო ეტაპი.
- სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით.
- სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება საბოლოოა.
- აბიტურიენტის აპელაციის განხილვის საფასურია 40 (ორმოცი) ლარი.
- თანხის შეტანა ხდება უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე
საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028
ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები (აპელაცია): 708887519
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აბიტურიენტის გვარი, სახელი, 11 ნიშნა პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა პირადი ნომრის არ არსებობის შემთხვევაში უნდა მიუთითონ პასპორტის ნომერი).
სააპელაციო განცხადებები მიიღება დისტანციურად, ელ-ფოსტის მისამართზე: registration@tafu.edu.ge
შევსებული განცხადების ფორმა (იხ. აქ), ქვითრის ასლთან ერთად უნდა გაიგზავნოს ელ-ფოსტაზე (registration@tafu.edu.ge) იმ მეილიდან, რომელიც მითითებული გაქვთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს.
უკან