- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
2023 წლის 10 - 13 ოქტომბერს გაიმართება
ხელოვნების მკვლევართა XVI საერთაშორისო კონფერენცია
წელს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 100 წელი უსრულდება. ამიტომ ხელოვნების მკვლევართა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ეძღვნება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს.
წლევანდელი პრიორიტეტული თემაა „ხელოვნება და სოციოკულტურული სივრცე“. ხელოვნება ყოველთვის განიცდის სოციოკულტურული გარემოს ზემოქმედებას და თვითონაც ახდენს გავლენას მასზე. ხელოვნების მიმართება სოციალურ-კულტურულ ჩვეულებებთან, ფასეულობებთან, ქცევებთან, ტრადიციასთან და ა.შ. მე-16 საერთაშორისო კონფერენციის თემაა. მივესალმებით თემის ფართო გაგებას და თემის თავისუფალ ინტერპრეტაციას.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესორებს, მკვლევრებს, დოქტორანტებს, რომელთა სამეცნიერო ინტერესები ემთხვევა კონფერენციის თემატიკასა და მიმართულებებს.
მოხსენება უნდა წარმოადგენდეს ახალ სამცნიერო კვლევას, არ იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა კონფერენციაზე.
კონფერენციაზე იმუშავებს თეატრმცოდნეობის, კინომცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობის, მუსიკათმცოდნეობის, ქორეოლოგიისა და მედიის, ასევე თავისუფალი თემატიკის სექციები სახელოვნებო მიმართულებით და კულტურული ტურიზმისა და ხელოვნების მენეჯმენტის სექციები.
კონფერენციის თემატური მასალები გამოიცემა, ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებულში“ ორ ენაზე - ქართულ-ინგლისურად, ხოლო თავისუფალი სექციის მასალები - ჟურნალში „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“.
ბოლოვადები:
04 ივლისი - ქართული და ინგლისური თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა;
10 აგვისტო - მოხსენების სრული ტექსტის (ქართულად) წარმოდგენის ბოლო ვადა;
30 ოქტომბერი - თემატური (ხელოვნება და სოციო-კულტურული სივრცე) სტატიების სრული ტექსტის ინგლისური თარგმანის გადმოგზავნა.
მოთხოვნები:
მოთხოვნილია ახალი გამოკვლევა, დასმული პრობლემის აქტუალობა, კვლევის სიღრმე და შედეგების სიახლე. ნაშრომები წაკითხული იქნება კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს და კრებულის სარედაქციო საბჭოს მიერ.
პარამეტრები:
თეზისები და მოხსენებები უნდა გამოიგზავნოს ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: conference@tafu.edu.ge
თეზისები ქართულად არ უნდა აღემატებოდეს 1 გვერდს.
თეზისები ინგლისურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 გვერდისა.
ქართული შრიფტი - სილფაინი, ინგლისურისთვის - Times New Roman; ზომა - 12, დაშორება - 1,15.
მოხსენება არ უნდა აღემატებოდეს 6 გვ.-ს.
კონფერენციის ორგანიზატორი:
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი,
პროფესორი ნატო გენგიური
ტელ. 577947003; 593244278
ელ. ფოსტა: conference@tafu.edu.ge
უკან