- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
2024-2025 სასწავლო წელს ბაკალავრიატის აკადემიურ საფეხურზე მიღების წესი
თავი I
ზოგადი დებულება
თავი II
სტუდენტის სტატუსის მოპოვება
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა დამენეჯმენტის ფაკულტეტზე
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე აბიტურიენტების ჩარიცხვა ხდება მხოლოდ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების მიხედვით.
საბაკალავრო პროგრამაზე ,,თეატროლოგია“ ბარდება:
საბაკალავრო პროგრამაზე ,,კინომცოდნეობა“ ბარდება:
საბაკალავრო პროგრამაზე ,ხელოვნებათმცოდნეობა (ხელოვნების ისტორია და თეორია)“ ბარდება:
საბაკალავროპროგრამაზე მასობრივი კომუნიკაცია (მულტიმედიური და კულტურისჟურნალისტიკა) ბარდება:
საბაკალავრო პროგრამაზეკულტურული ტურიზმიბარდება:
საყურადღებოა! ერთიანი ეროვნული გამოცდისთვის დადგენილია კომპეტენციის მინიმალური ზღვარი (იხ. ცხრილი)
ცნობარი აბიტურიენტებისთვის 2024
თავი III
სტუდენტის სტატუსის მოპოვება
დრამისა და კინო-ტელე ფაკულტეტებზე
დრამისა და კინო-ტელე ფაკულტეტებზე ჩასარიცხად, აბიტურიენტმა წარმატებით უნდა გაიაროს შემოქმედებითი კონკურსი და შემდეგ წარმატებით ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდების სავალდებულო საგნები:
სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად, აბიტურიენტმა ერთიან ეროვნულ გამოცდებში სავალდებულო საგნებთან ერთად წარმატებით უნდა ჩააბაროს გამოცდა მესამე საგანშიც.
საბაკალავრო პროგრამაზე - მსახიობი (დრამისა და კინოს მსახიობი) ბარდება:
საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია ერთ-ერთი შემდეგი (მესამე) საგნის - ისტორია /მათემატიკა /სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება / ლიტერატურა ჩაბარება.
საბაკალავრო პროგრამაზე - თეატრის რეჟისურა ბარდება:
საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია ერთ-ერთი შემდეგი (მესამე) საგნის - ისტორია / მათემატიკა / სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება / ლიტერატურა ჩაბარება.
საბაკალავრო პროგრამაზე - ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი ბარდება:
საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია ერთ-ერთი შემდეგი (მესამე) საგნის - ისტორია / მათემატიკა / სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება / ლიტერატურა ჩაბარება.
საბაკალავრო პროგრამაზე - ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორი (ლოტბარი/რეგენტი) ბარდება:
საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია ერთ-ერთი შემდეგი (მესამე) საგნის - ისტორია / მათემატიკა / სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება / ლიტერატურა ჩაბარება.
საბაკალავრო პროგრამაზე - მხატვრული და დოკუმენტური კინოს რეჟისურა ბარდება:
საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია ერთ-ერთი შემდეგი (მესამე) საგნის - ისტორია /მათემატიკა / სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება / ლიტერატურა / ჩაბარება.
საბაკალავრო პროგრამაზე - ანიმაციური კინოს რეჟისურა და თანამედროვე ტექნოლოგიები ბარდება:
საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია ერთ-ერთი შემდეგი (მესამე) საგნის - ისტორია /მათემატიკა /სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება / ლიტერატურა/ ჩაბარება.
საბაკალავრო პროგრამაზე - კინო-ტელე ოპერატორი ბარდება:
საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია ერთ-ერთი შემდეგი (მესამე) საგნის - ისტორია /მათემატიკა /სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება / ფიზიკა / ჩაბარება.
საყურადღებოა! სხვადასხვა საბაკალავრო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების სავალდებულო საგნებში (ქართული ენა და ლიტერატურა, ერთ-ერთი უცხო ენა) დადგენილია კომპეტენციის განსხვავებული მინიმალური ზღვრები (იხ. ცხრილი).
ცნობარი აბიტურიენტებისთვის 2024
თავი IV
რეგისტრაცია შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად
5. გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აბიტურიენტის გვარი, სახელი, 11 ნიშნა პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა პირადი ნომრის არარსებობის შემთხვევაში უნდა მიუთითონ პასპორტის ნომერი);
6. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში რეგისტრაცია არ განხორციელდება;
7. შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ აღნიშნულ ვადებში;
8. სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ აბიტურიენტები ვეღარ დარეგისტრირდებიან.
9. აბიტურიენტმა, რომელმაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაარეგისტრირა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე საბაკალავრო პროგრამაზე (სპეციალობაზე), შემოქმედებითი კონკურსი უნდა გაიაროს მის მიერ დასახელებულ ყველა პროგრამაზე დადგენილი წესით.
10. თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა ჩარიცხვისათვის საჭირო ქულა მის მიერ არჩეულ პირველ საბაკალავრო პროგრამაზე, მაშინ მისი საკითხი განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე პროგრამაზე და ა.შ.
11. თუ აბიტურიენტი გაივლის რეგისტრაციას, თუმცა შემდეგ გადაიფიქრებს შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობას, იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს თანხის უკან დაბრუნებას, თუ ძირითადი რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე (2024 წლის 27 მაისის 18:00 საათი) მომართავს უნივერსიტეტს განცხადებით რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. განცხადება მიიღება დისტანციურად, ელ-ფოსტის მისამართზე: registration@tafu.edu.ge.
შევსებული განცხადების ფორმა (იხ. აქ) უნდა გაიგზავნოს ელ-ფოსტაზე (registration@tafu.edu.ge) იმ მეილიდან, რომელიც მითითებული გაქვთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს.
თავი V
შემოქმედებითი ტურები და გამოცდები
კონკურსის ორივე ეტაპზე, აბიტურიენტი ცალ-ცალკე ფასდება 100 ქულიანი სისტემით - პრაქტიკული დავალებისა და გამოცდა/გასაუბრების ან წერისა და გამოცდა/გასაუბრების ორი დამოუკიდებელი ნიშანი იკრიბება და იყოფა ორზე, რის შედეგადაც იწერება ერთი საბოლოო ქულა. ამასთან, აბიტურიენტმა ორივე ეტაპზე უნდა დაიმსახუროს დადებითი შეფასება (მინიმუმ 51 ქულა). თუ ქულა არ განისაზღვრა მთელი რიცხვით, მაშინ ის მეტობით, აბიტურიენტის სასარგებლოდ დამრგვალდება.
მაგალითად: თუ კონკურსის ერთ ეტაპზე აბიტურიენტმა 75 ქულიანი შეფასება მიიღო, ხოლო მეორე ეტაპზე 60, მისი საბოლოო ქულა შემდეგნაირად გამოითვლება (75 +60) : 2 =135 : 2. მიღებული 67,5 ქულა აბიტურიენტის სასარგებლოდ მეტობით დამრგვალდება და მიიღება 68 ქულა. სწორედ ეს იქნება აბიტურიენტის საბოლოო შეფასება.
7. კონკურსის მიმდინარეობის პროცესში აბიტურიენტი უზრუნველყოფილი იქნება საჭირო რეკვიზიტით, აუდიო-ვიზუალური ტექნიკით, მუსიკალური ინსტრუმენტებით და ა.შ.
8. აბიტურიენტი ვალდებულია კონკურსზე გამოცხადდეს ნახევარი საათით ადრე და თან იქონიოს:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
- ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დამადასტურებელი ფურცელი (ამონაბეჭდი).
9. კონკურსის მიმდინარეობის პროცესში აბიტურიენტს უფლება აქვს თან იქონიოს წყალი და პირადი ჰიგიენის საგნები.
10. კონკურსის მიმდინარეობის პროცესში აბიტურიენტს ეკრძალება:
11. მე-10 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, აბიტურიენტს მიეცემა გაფრთხილება. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში აბიტურიენტი მოიხსნება კონკურსიდან. გაფრთხილების გარეშე აბიტურიენტის კონკურსიდან მოხსნა შესაძლებელია საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან ეთიკის ნორმის დარღვევის სხვა შემთხვევაში.
12. მიმღები კომისიის წევრი ან დამკვირვებელი არ დაიშვება შემოქმედებით კონკურსზე, თუ:
თავი VI
აპელაცია
8. სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით.
9. სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება საბოლოოა.
10. აბიტურიენტის აპელაციის განხილვის საფასურია 40 (ორმოცი) ლარი.
თანხის შეტანა ხდება უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე:
შენიშვნა: ინტერნეტ და მობილბანკით გადახდის შემთხვევაში აირჩიეთ ბიუჯეტში გადარიცხვა და სახაზინო კოდის გრაფაში ჩაწერეთ ანგარიშის ნომერი:708887519 (სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები).
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აბიტურიენტის გვარი, სახელი, 11 ნიშნა პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა პირადი ნომრის არ არსებობის შემთხვევაში უნდა მიუთითონ პასპორტის ნომერი).
სააპელაციო განცხადებები მიიღება დისტანციურად, ელ-ფოსტის მისამართზე:
შევსებული განცხადების ფორმა (იხ. აქ), ქვითრის ასლთან ერთად უნდა გაიგზავნოს ელ-ფოსტაზე (registration@tafu.edu.ge) იმ მეილიდან, რომელიც მითითებული გაქვთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს.
გისურვებთ წარმატებას!
[1] „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის VIII თავის, 52-ე მუხლის, მე-2 პუნქტისა და ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის #19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად (სახელოვნებო -შემოქმედებითი ან/და სასპორტო უმაღლესი განათლების მისაღებად აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდამდე გადის შესაბამის კონკურსს სახელოვნებო-შემოქმედებითი ან/და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით).