- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
ბაკალავრიატის აკადემიურ საფეხურზე ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ჩასაბარებელი
შემოქმედებითი კონკურსის წესები და მოთხოვნები
2024-2025 სასწავლო წელი
დრამის ფაკულტეტი
აცხადებს მიღებას
შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:
1. მსახიობი - დრამისა და კინოს მსახიობი - 18 ადგილი;
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - სამსახიობო ხელოვნების ბაკალავრი
2. თეატრის რეჟისურა - 5 ადგილი;
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - თეატრის რეჟისურის ბაკალავრი
3. ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი - 18 ადგილი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ქორეოგრაფიის ბაკალავრი
4. ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორი(ლოტბარი/რეგენტი) - 8 ადგილი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - სამუსიკო ხელოვნების ბაკალავრი ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორობაში
შემოქმედებითი კონკურსი
,,დრამისა და კინოს მსახიობის”
საბაკალავრო პროგრამაზე
,,დრამისა და კინოს მსახიობის” საბაკალავრო პროგრამაზე კონკურსი ტარდება სამ ეტაპად:
I შესარჩევი ტური, II შესარჩევი ტური და გამოცდა.
I ტური - პირველ შესარჩევ ტურზე მოწმდება აბიტურიენტის ის ფიზიკური კონდიციები, რომლებიც აუცილებელია სასწავლო პროცესის ასათვისებლად: მეტყველება, მუსიკალური სმენა, რიტმის შეგრძნება, პლასტიკა. შესარჩევი ტურისათვის აბიტურიენტმა უნდა მოამზადოს სიმღერა და საცეკვაო ნომერი; რაც შეეხება ვერბალურ ნაწილს, ის მიეცემა აბიტურიენტს ტურის მიმდინარეობის დროს - ეს შეიძლება იყოს აბიტურიენტის მონათხრობი, ბიოგრაფია, ნაწყვეტი უცნობი ტექსტიდან, ენის გასატეხი.
მეორეტურზე დაშვებულიაბიტურიენტები აირჩევენ რამდენიმე ბილეთიდან ერთ ბილეთს, რომელშიც მითითებული იქნება 7 პროზაიკოსი და 7 პოეტი. აქედან აბიტურიენტი აირჩევს მისთვის სასურველი თითო ავტორის (ერთი პროზაიკოსის და ერთი პოეტის) ნებისმიერ ნაწარმოებს.
შუალედი I-სა და II ტურებს შორის უნდა იყოს მინიმუმ 10 დღე.
II ტური - მეორე შესარჩევ ტურზე აბიტურიენტი კვლავ წარმოადგენს სიმღერას, საცეკვაო ნომერს (მას აქვს უფლება გაიმეოროს, ნაწილობრივ ან მთლიანად შეცვალოს პირველ ტურზე წარმოდგენილი პროგრამა), რაც შეეხება ვერბალურ ნაწილს, აბიტურიენტმა უნდა წაიკითხოს ბილეთში მითითებული 7 პროზაიკოსიდან ერთ-ერთის ნაწარმოები ან ნაწყვეტი ნაწარმოებიდან (ხანგრძლივობა 5-7 წუთი); ასევე ბილეთში მითითებული 7 პოეტიდან ერთ-ერთის პოეტური ნაწარმოები ან ნაწყვეტი ნაწარმოებიდან. ამასთან, იგივე პროგრამა მან უნდა შეასრულოს საგამოცდო კომისიის მიერ მიცემული სხვადასხვა ამოცანით (როგორც ვერბალური, ასევე ვოკალური და პლასტიკური).
გამოცდაზე დაშვებულ აბიტურიენტს დაევალება წაიკითხოს ტექსტი რომელიმე პიესიდან, მოთხრობიდან, რომანიდან თუ სხვა პროზაული ნაწარმოებიდან. ჟანრი განისაზღვრება II ტურის დამთავრებისთანავე და ეცნობებათ აბიტურიენტებს.
ინტერვალი II ტურსა და გამოცდას შორის უნდა იყოს მინიმუმ 5დღე.
გამოცდა - გამოცდაზე გასული აბიტურიენტისათვის მოთხოვნები კიდევ უფრო რთულდება. აბიტურიენტმა უნდა შეასრულოს სიმღერა, საცეკვაო ნომერი (მას აქვს უფლება გაიმეოროს, ნაწილობრივ ან მთლიანად შეცვალოს შესარჩევ ტურებზე წარმოდგენილი პროგრამა). აბიტურიენტმა გამოცდაზე უნდა წაიკითხოს II ტურზე წაკითხული მასალა და მის მიერ არჩეული საგამოცდო ტექსტი. ყველა აბიტურიენტს წასაკითხად მიეცემა უცნობი ტექსტიც.
პროგრამა უნდა შესრულდეს საკონკურსო კომისიის მიერ მიცემული სხვადასხვა ამოცანით (როგორც ვერბალური, ასევე ვოკალური და პლასტიკური). ამას გარდა, აბიტურიენტს შესასრულებლად ეძლევა რამდენიმე ეტიუდი სხვადასხვა თემაზე, რომლითაც შემოწმდება მისი შემოქმედებითი წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი, ემოციურობა და სამსახიობო მონაცემები. შემოწმდება აბიტურიენტის ზოგადი ცოდნა ქართული და მსოფლიო თეატრის ისტორიაში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში. გასაუბრება თეორიულ ნაწილში მოხდება სასკოლო პროგრამაში არსებულ მასალაზე დაყრდნობით.
შემოქმედებითი კონკურსიტარდება სხვა აბიტურიენტების თანდასწრებით.
აბიტურიენტების სასურველი ასაკია: გოგონები 23 წლამდე, ვაჟები 25 წლამდე.
შემოქმედებითი კონკურსი
თეატრის რეჟისურის
საბაკალავრო პროგრამაზე
კონკურსი ტარდება ორ ეტაპად:
I ეტაპი - წერითი ტური და II ეტაპი - გამოცდა/გასაუბრება.
აბიტურიენტმა I ტურზე სასურველია წარმოადგინოს საკუთარი ნამუშევარი (სცენარი, მოთხრობა, ჩანახატი, ფოტოები, ნარკვევი, მხატვრული კოლაჟი და სხვა), რომელიც წარმოაჩენს მისი მხატვრული აზროვნების უნარს.
I ეტაპი - წერითიტური - აბიტურიენტმა გამოცდისათვის გამოყოფილ 5 საათში უნდა შეძლოს პიესის ანალიზის დაწერა (კომისიის მიერ შემოთავაზებული პიესებიდან აბიტურიენტის მიერ არჩეული პიესის ანალიზი).
აბიტურიენტს უნდა გააჩნდეს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი აზროვნების, ანალიზის და შეთხზვის უნარი; მას უნდა შეეძლოს მოვლენის გაანალიზება, ლოგიკური აზროვნება და არგუმენტირებული მსჯელობა.
II ეტაპი - გამოცდა/გასაუბრება - ქართული და მსოფლიო ლიტერატურის, მუსიკის, სახვითი ხელოვნებისა და თეატრის ისტორიის საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კლასიკურ და თანამედროვე დრამატურგიას. გასაუბრება თეორიულ ნაწილში მოხდება სასკოლო პროგრამაში არსებულ მასალაზე დაყრდნობით.
სარეკომენდაციო პიესები:
გიორგი ერისთავი - „გაყრა“
დავით კლდიაშვილი - ,,ირინეს ბედნიერება“, ,,დარისპანის გასაჭირი“
შალვა დადიანი - ,,გუშინდელნი“
პოლიკარპე კაკაბაძე - ,,ყვარყვარე თუთაბერი“
სოფოკლე - ,,ოიდიპოს მეფე“
ევრიპიდე - ,,მედეა“
უილიამ შექსპირი - ,,ჰამლეტი“, ,,რომეო და ჯულიეტა“, ,ჭირვეულის მორჯულება“
მოლიერი - ,,ტარტიუფი“, ,,დონ ჟუანი“
კარლო გოლდონი - ,,სასტუმროს დიასახლისი“
ფრიდრიხ შილერი - ,,ყაჩაღები“
ჰენრიკ იბსენი - ,,ნორა, ანუ თოჯინების სახლი“
ანტონ ჩეხოვი - ,,სამი და“, ,,ალუბლის ბაღი“
ფედერიკო გარსია ლორკა - ,,სისხლიანი ქორწილი“
ბერტოლდ ბრეხტი - ,,სამგროშიანი ოპერა“
ჟან ანუი - ,,ანტიგონე“
ეჟენ იონესკო - ,,მარტორქა“
შემოქმედებითი კონკურსი ტარდება სხვა აბიტურიენტების თანდასწრებით.
შემოქმედებითი კონკურსი
,,ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის”
საბაკალავრო პროგრამაზე
,,ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის” საბაკალავრო პროგრამაზე კონკურსი ტარდება სამ ეტაპად:
I შესარჩევი ტური, II შესარჩევი ტური და გამოცდა.
I ტური - პირველ შესარჩევ ტურზე მოწმდება აბიტურიენტის ფიზიკური კონდიციები, მუსიკალური სმენა, რიტმის შეგრძნება, პლასტიკა.
II ტური - ტარდება რამდენიმე ფორმით:
გამოცდა - ტარდება რამდენიმე ფორმით:
შემოქმედებითი კონკურსი ტარდება სხვა აბიტურიენტების თანდასწრებით.
პრაქტიკული სავალდებულო საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყება მეორე ტურის შემდეგ. შუალედი მეორე ტურიდან გამოცდამდე შეადგენს 7-10 დღემდე.
შემოქმედებითი კონკურსი
,,ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორის (ლოტბარი/რეგენტი)”
საბაკალავრო პროგრამაზე
,,ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორის” საბაკალავრო პროგრამაზე კონკურსი ტარდება ორ ეტაპად:
I შესარჩევი ტური და გამოცდა.
I ტური - პირველ შესარჩევ ტურზე მოწმდება აბიტურიენტის მუსიკალური მონაცემები: სმენა, ხმა, ინტონირება; აქვს თუ არა გამართული სასიმღერო აპარატი. აბიტურიენტმა უნდა შეძლოს გაიმეოროს შეთავაზებული მელოდია, გამოიცნოს ინტერვალები, გამოამჟღავნოს მუსიკის ელემენტარული თეორიის ცოდნა. მას უნდა ჰქონდეს ლოტბარ-რეგენტის პროფესიის დასაუფლებლად აუცილებელი უნარები.
გამოცდა - გამოცდაზე გასული აბიტურიენტისათვის მოთხოვნები რთულდება. აბიტურიენტმა უნდა შეასრულოს ჩამონათვალში მითითებული, კომისიის მიერ შერჩეული სიმღერა და საგალობელი ხმათა მონაცვლეობით. შემოწმდება აბიტურიენტის ზოგადი ცოდნა და ინტერესები, როგორც ხალხური სიმღერის, ასევე საეკლესიო გალობის რაობის შესახებ; სასურველია აბიტურიენტი ფლობდეს რომელიმე ინსტრუმენტს (ფორტეპიანო, ქართული ხალხური საკრავები).
შემოქმედებითი კონკურსი ტარდება სხვა აბიტურიენტების თანდასწრებით.
გისურვებთ წარმატებას!