- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
სიახლე
...
კონფერენციის შესახებ
სტუდენტური კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჩვენი უნივერსიტეტისა და საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს
საქართველოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტური კონფერენცია მიზნად ისახავს სტუდენტების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობისა და წახალისების გზით სწავლების ხარისხის ამაღლებას, თეორიულად ათვისებული მასალის პრაქტიკაში გამოყენების, საჯარო გამოსვლის, დისკუსიაში მონაწილეობის, აზრის გამოთქმის და სხვა პრაქტიკული ჩვევების განვითარებას. სტუდენტური კონფერენციები არის ასევე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების შორის კონტაქტის დამყარების საშუალება და
სტუდენტური კონფერენცია განკუთვნილია ბაკალავრიატის და მაგისტრატურის იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ
სპეციალობებზე ან/და არიან სახელოვნებო-საშემსრულებლო მიმართულების სტუდენტები და სურვილი აქვთ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პედაგოგის ხელმძღვანელობით მოამზადონ საკონფერენციო მოხსენება და წარუდგინონ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.
2023 წლის XVI კონფერენცია
საქართველოს სტუდენტთა XVI სამეცნიერო კონფერენცია ჩატრდა 2023 წლის 16-17 მაისს და მიეძღვნა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის იუბილეს. მას წელს 100 წელი უსრულდება. ამ თარიღის აღსანიშნავად, კონფერენციებისთვის საგანგებოდ შეიქმნა ემბლემა (დიზაინი - ივ. კიკნაძე), რომელიც ყველა საკონფერენციო პროდუქციაზე გამოისახა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 60-მდე სტუდენტმა. მათი უმრავლესობა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერისტეტის სხვადასხვა სპეციალობებზე სწავლობენ. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, ივ, ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები.
16 მაისს სექციების მუშაობა წარიმართა ონლაინ და იმუშავა 10 სექციამ: თეატრმცოდნეობის, ქორეოლოგიისა და მუსიკოლოგიის, კინომცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობის, ჟურნალისტიკის, ტურიზმისა და ხელოვნების მენეჯმენტის. ცალკე სექცია მიეძღვნა დავით კლდიაშვილის დაბადებიდან 160 წლის იუბილეს, რომელზეც ასოც. პროფასორ მაია კიკნაძის სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები. სექციებს ხელმძღვანელობდნენ პროფესორები და ასოცირებული პროფესორები: მაკა ვასაძე, ანანო სამსონაძე, ზვიად დოლიძე, ნატო გენგიური, ლაურა კუტუბიძე, გიორგი ჩართოლანი, მალხაზ ღვინჯილია.
17 მაისს გაიხსნა სტუდენტური გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტების სანდრო ბალახაძისა და ია აბუსერიძის, ასევე, თეატრმცოდნეობის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტის ანა სულამანიძის ფერწერული კომპოზიციები. გამოფენა გახსნეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი შალუტაშვილმა და კონფერენციის ორგანიზატორმა, პროფესორმა ნატო გენგიურმა. სიტყვით გამოვიდნენ სტუდენტები.
17 მაისს დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში გაიმართა მომხსენებელ-სტუდენტთა სიგელებით დაჯილდოების ღონისძიება და სტუდენტური კონფერენციის იუბილესადმი მიღვნილი შემოქმედებითი საღამო - კონცერტი.
სტუდენტებს სიტყვით მიმართეს კონფერენციის ორგანიზატორი, პროფესორი ნატო გენგიური, სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზვიად დოლიძე, პროფესორები ლელა ოჩიაური, გიორგი ჩართოლანი, მალხაზ ღვინჯილია და უნივერისტეტის ხარისხის უზრუნვეყოფის სამსახურის უფროსი ანანო სამსონაძე. სიგელები გადასცემის ცერემონია მღელვარე და პოზიტიურ ატმოსფეროში ჩატარდა, თავისი ემოციები გამოხატეს სტუდენტებმა, რომლებიც სცენიდან მიმართავდნენ მაყურებლებს. ღონისძიების წამყვანი გახლდათ სამსახიობო სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტი ნინუცა ნაჩხატაშვილი.
ღონისძიება დასრულდა კონცერტით, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,როკვა“ (სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი: უჩა დვალიშვილი); და ასევე, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამუსიკო მიმართულების სტუდენტური გუნდი (ხელმძღვანელი თორნიკე მანწკავა).
კონფერენცია გაშუქდა საზოგადოებირვი რადიოთი და ტელევიზიით, ხოლო სიგელების გადაცემის ცერემონია და კონცერტი სრულად გადაიღო TAFU TV.
2022 წლის XV კონფერენცია
საქართველოს სტუდენტთა XV სამეცნიერო კონფერენცია 11 მაისს ონლაინ ჩატარდა.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონფერენცია 2008 წლიდან ყოველ წელს ტარდება სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე.
კონფერენციის ორგანიზატორია ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ნატო გენგიური.
წლევანდელი კონფერენცია საიუბილეოა, მეთხუტმეტედ ტარდება. მასში მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტმა სტუდენტმა. მათი უმრავლესობა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერისტეტის სხვადასხვა სპეციალობებზე სწავლობენ როგორც თეორიულ, ისე საშემსრულებლო მიმართულებებზე. მონაწილეობას იღებდნენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, ივ, ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
კონფერენცია გახსნეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი შალუტაშვილმა და კონფერენციის ორგანიზატორმა, პროფესორმა ნატო გენგიურმა.
სტუდენტებს მიესალმნენ სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზვიად დოლიძე, კონსერვატორიის პროფესორი მარინა ქავთარაძე, პროფესორი გიორგი ჩართოლანი, უნივერისტეტის ხარისხის უზრუნვეყოფის სამსახურის უფროსი ანანო სამსონაძე.
იმუშავა 10 სექციამ: თეატრმცოდნეობის, ქორეოლოგიისა და მუსიკოლოგიის, კინომცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობის, ჟურნალისტიკის, ტურიზმისა და ხელოვნების მენეჯმენტის. ცალკე სექცია მიეძღვნა კოტე მარჯანიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს, რომელზეც ასოც. პროფასორ მაია კიკნაძის სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები მისი შემოქმედების შესახებ. სექციებს ხელმძღვანელობდნენ პროფესორები და ასოცირებული პროფესორები: მაკა ვასაძე, თამარ ცაგარელი, ანანო სამსონაძე, მარინა ხარატიშვილი, ზვიად დოლიძე, ეკატერინე კიკნაძე, ნანა დოლიძე, გიორგი ჩართოლანი, დოდო ჭუმბურიძე, მალხაზ ღვინჯილია.
13 მაისს, 18:00 საათზე, უნივერსიტეტის I კორპუსში, დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში მომხსენებელ-სტუდენტთა სიგელებით დაჯილდოების ღონისძიება და სტუდენტური კონფერენციის იუბილესადმი მიღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
იხილეთ ვიდეო: პროფესორი ნატო გენგიური - საქართველოს სტუდენტთა XV სამეცნიერო კონფერენციის შესახებ ერთსულოვნების "დილაში"
2021 წლის XIV კონფერენცია
2020 წლის XIII კონფერენცია
- პროფესორი ნატო გენგიური სტუმრად რადიო იმედზე, გადაცემაში "17:17" ნიკოლოზ წულუკიძესთან
- საუბრის თემა: 15 მაისს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ონლაინ რეჟიმში ჩატარებული საქართველოს სტუდენტთა მე-13 სამეცნიერო კონფერენცია და მომავალი ხელოვნების მკვლევართა საერთაშორისო ონლაინ კონფერენციის შესახებ.
- იხილეთ ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=GOx51xBHRMs&feature=youtu.be
2019 წლის სტუდენტური კონფერენცია
2018 წლის სტუდენტური კონფერენცია
2017 წლის სტუდენტური კონფერენცია
2016 წლის სტუდენტური კონფერენცია
2015 წლის სტუდენტური კონფერენცია
2014 წლის სტუდენტური კონფერენცია
I-VI კონფერენციების არქივი