- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა

ხელოვნების მკვლევართა საერთაშორისო კონფერენცია წარმოადგენს საქართველოში დიდ სამეცნიერო ფორუმს სახელოვნებო მეცნიერებების სფეროში, რომელიც სისტემატურად ტარდება და აერთიანებს საერთო ინტერესების მქონე ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს. კონფერენცია დაფუძნდა 2008 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება. კონფერენციამ საერთაშორისო სტატუსი 2020 წელს მოიპოვა საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით.
კონფერენციის თემატიკა ხელოვნებაა, მოხსენებები მოიცავს ხელოვნების ყველა დარგის კვლევას და ამავე დროს მომიჯნავე დარგებსაც, რომელთაც კულტურასა და ხელოვნებასთან აქვს კავშირი. ამიტომ კონფერენცია სექციების მრავალფეროვნებით ხასიათდება. გვაქვს თეატრმცოდნეობის, კინომცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობის, ქორეოლოგიის, მუსიკათმცოდნეობის, მედიის, კულტურული ტურიზმისა და ხელოვნების მენეჯმენტის სექციები.
კონფერენციაში ყოველწლიურად მონაწილეობას იღებს საშუალოდ 60 მომხსენებელი საქართველოს და უცხოეთის უნივერსიტეტებიდან, სამეცნიერო დაწესებულებებიდან. მომხსენებელთა შორის არიან დასავლეთ ევროპის აღამოსავლეთ ევროპის, ბალტიისპირეთის, ყოფილი საბჭთა რესპუბლიკების უნივერსიტეტების პროფესორები და დოქტორანტები.
ხელოვნების მკვლევართა კონფერენციის მნიშვნელოვანი შედეგია ის, რომ კონფერენციის მასალები ყოველწლიურად იბეჭდება სამეცნიერო კრებულში „ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებული“, რომელიც დღეისათვის ერთადერთი პერიოდული გამოცემაა, რომელიც ყველა სტატიას სრულად ბეჭდავს ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად და ყველა სახელოვნებო სფეროს კვლევას მოიცავს. კრებული ორი სახით - ბეჭდური და ელექტრონული სახით არსებობს. ეს მნიშვნელოვანია, რამდენადაც ახალი კვლევების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება მსოფლიო მასშტაბით. ყოველივე კონფერენციის შედეგებს და მნიშვნელობას ზრდის.
აღსანიშნავია, რომ კრებულის მე-2(12) ნომერი ქვესათაურით „ქალი და ხელოვნება“ საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მიერ დასახელდა წლის საუკეთესო სამეცნიერო მიღწევებში.
კონფერენციების ორგანიზატორია ნატო გენგიური, პროფესორი, სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.

2023 - ხელოვნების მკვლევართა XVI საერთაშორისო კონფერენცია
16th Conference of Arts Researchers

.jpg)
2022 წლის XV კონფერენცია

2021 წლის XIV კონფერენცია
2020 წლის XIII კონფერენცია
2019 წლის XII კონფერენცია
2018 წლის XI კონფერენცია
2017 წლის X კონფერენცია
2016 წლის IX კონფერენცია
2015 წლის VIII კონფერენცია
2014 წლის VII კონფერენცია
I-VI კონფერენციების არქივი