- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით იმართება მინი-ფეხბურთის ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე აკადემიური და ადმინისტრაციის პერსონალი.
ტურნირი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პირველი
დარეგისტრირებული 8 გუნდი.
გუნდში მოთამაშეთა რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 7.
გუნდში უნდა იყოს მინიმუმ 1 წევრი ადმინისტრაციის ან აკადემიური პერსონალიდან.
დაუშვებელია ერთ გუნდში უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდის 2 მოთამაშეზე მეტის რეგისტრაცია.
გუნდების რეგისტრაცია შესაძლებელია 2018 წლის 23 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით. რეგისტრაციისათვის გთხოვთ შევავსოთ ონლაინ ანკეტა
ტურნირის კენჭისყრა გაიმართება 30 მარტს.
წარმატებებს გისურვებთ!