- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
ნათლობა - გრიმის ცხების XI ცერემონია - იხ. ფოტოები
ალბათ ყველა თეატრალისთვის ცნობილია ის ტრადიცია, რასაც 80-იან წლებში დოდო ალექსიძემ ჩაუყარა საფუძველი და აგერ უკვე მეშვიდე წელია კომპანია რედიქსის ინიციატივით აღდგა. თეატრალური ნათლობა, გრიმის ცხება - გზის დალოცვა, ყოველივე ეს პირველკურსელთათვის საკრალური მნიშვნელობის გახდა და ყოველ შემოდგომას, ყვარელში, მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმის მარანში ახალბედა სტუდენტები სრული პასუხისმგებლობით და მონდომებით მონაწილეები ხდებიან იმ ტრადიციისა, რასაც თეატრალური ნათლობა ჰქვია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასევე ძალიან საპასუხისმგებლოა ნათლიების როლი, რასაც ყოველწლიურად დიდი სიამოვნებით ითავსებენ კორიფე მსახიობები და რეჟისორები... ისინი თავის გამოცდილებას უზიარებენ სტუდენტებს და რთულ გზას ულოცავენ...
კოტე მარჯანიშვილის კარ-მიდამოს დათვალიერების შემდეგ, ნაჩვენები იქნა „ეტიუდების ფესტივალი 2014“-ის ერთ-ერთი გამარჯვებული ეტიუდი „სიზმარი“, რომელშიც მონაწილეობდნენ წილეობას იღებდნენ მესამე კურსის სტუდენტები. (გოგი თოდაძის ჯგუფი).
ამის შემდეგ ცერემონიამ მარანში გადაინაცვლა და ფიცის დადების დროც დადგა. ფიცი წელს რუსთაველის თეატრის ყველასათვის საყვარელმა მსახიობმა ნანუკა ხუსკივაძემ წაიკითხა:
მე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ვდებ ფიცს:
ვფიცავ! _ ვისწავლო კეთილსინდისიერად და ბეჯითად!
ვფიცავ! _ გავუფრთხილდე ხელოვანის პროფესიულ ღირსებას!
ვფიცავ! _ პირნათლად ვემსახურო ქართულ ხელოვნებას!
ვფიცავ! _ ერთგულად ვემსახურო ქართველ ხალხს!
ვფიცავ!
ვფიცავ!
ვფიცავ!
ნათლიები გახდნენ ქართული თეატრის მოღვაწეები და პირველკურსელთა ჯგუფის ხელმძღვანელები: ბადურ წულაძე, იოსებ ნემსაძე, ავთანდილ ვარსიმაშვილი, ლევან წულაძე, გოგი თოდაძე, გიორგი შალუტაშვილი, ნანუკა ხუსკივაძე.
პირველკურსელებმა უდიდესი პასუხისმგებლობა აიღეს საკუთარ თავზე. ახლა, მთავარია, ამ ფიცს არ უღალატონ და ღირსეულად ემსახურონ ქართულ თეატრს.
სტუდენტური თვითმმართველობა ულოცავს ყველა პირველკურსელს ამ ღირსშესანიშნავ დღეს და უსურვებს წარმატებებს.
აღსანიშნავი ფაქტია, რომ გრიმის ცხების ცერემონიალს 2014 წლის გაზაფხულზე მიენიჭა დაცვის, ფიქსაციისა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი.
არქივი:
გრიმის ცხების მეექვსე ცერემონია