- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
დრამის ფაკულტეტი
აცხადებს სტუდენტთა
2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის
შიდა მობილობას
შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:
დრამის ფაკულტეტზე მობილობით გადმოსვლის მსურველმა სტუდენტმა უნდა გაიაროს შემოქმედებითი კონკურსი.
შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.tafu.edu.ge, სადაც განთავსდება
მობილობის მსურველ სტუდენტთა შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაციის პორტალი.
პორტალზე რეგისტრაცია დაიწყება 17 აგვისტოს 12:00 საათზე და დასრულდება 27 აგვისტოს 18:00 საათზე !!!
საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028
ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები (რეგისტრაცია): 708887519
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სტუდენტის გვარი, სახელი, 11 ნიშნა პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა პირადი ნომრის არარსებობის შემთხვევაში უნდა მიუთითონ პასპორტის ნომერი);
შემოქმედებითი კონკურსი ჩატარდება 29 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით.
დრამისა და კინოს მსახიობი - I ტური - 29 – 30 აგვისტო, 10:00 საათიდან
გამოცდა - 1 სექტემბერი, 10:00 საათიდან
მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი #19 (I კორპუსი)
თოჯინების თეატრის მსახიობი - 29 - 30 აგვისტო, 10:00 სთ
გამოცდა - 2 სექტემბერი, 10:00 საათიდან
მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი #19 (I კორპუსი)
ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორი - 30 აგვისტო, 11:00 სთ
მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი #19 (I კორპუსი)
ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი - 31 აგვისტო, 10:00 სთ
მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #40 (II კორპუსი)
გვარობრივი სიები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.tafu.edu.ge რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 28 აგვისტოს.
სტუდენტი, რომელიც წარმატებით გაივლის შემოქმედებით კონკურსს, 14- 15 სექტემბერს უნდა გამოცხადდეს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში აღიარებული კრედიტების რაოდენობის წერილობით დასადასტურებლად (თანხმობა/უარი).
მობილობის შემოქმედებითი ტურების/კონკურსის მოთხოვნები
მობილობის შემოქმედებითი ტური
მსახიობის (დრამისა და კინოს მსახიობის)
სპეციალობაზე
მსახიობის (დრამისა და კინოს მსახიობის) სპეციალობაზე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ორ ეტაპად: I ტური და გამოცდა.
I ტური - პირველ შესარჩევ ტურზე მოწმდება მობილობის მსურველი სტუდენტის სასწავლო პროგრამის ასათვისებლად აუცილებელი ფიზიკური კონდიციები, მეტყველება, მუსიკალური სმენა, რიტმის შეგრძნება, პლასტიკა; შესარჩევი ტურისათვის სტუდენტმა უნდა მოამზადოს სიმღერა და საცეკვაო ნომერი. რაც შეეხება ვერბალურ ნაწილს, ის მიეცემა სტუდენტს ტურის მიმდინარეობის დროს - ეს შეიძლება იყოს სტუდენტის მონათხრობი, ბიოგრაფია, ნაწყვეტი უცნობი ტექსტიდან, ენის გასატეხი.
გამოცდა- მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა შეასრულოს:
(მას აქვს უფლება გაიმეოროს, ნაწილობრივ ან მთლიანად შეცვალოს I ტურზე წარმოდგენილი პროგრამა).
უნდა წაიკითხოს:
ბილეთი
1. პროზა |
2. პოეზია |
ვაჟა ფშაველა |
აკაკი წერეთელი |
კონსტანტინე გამსახურდია |
იოსებ გრიშაშვილი |
ჭაბუა ამირეჯიბი |
ტიციან ტაბიძე |
გურამ რჩეულიშვილი |
მუხრან მაჭავარიანი |
რეზო გაბრიაძე |
ტარიელ ჭანტურია |
თამრი ფხაკაძე |
მედეა კახიძე |
ირაკლი სამსონაძე |
გიორგი ზანგური |
პროზაული ნაწარმოების ან ნაწყვეტის ხანგრძლივობა უნდა იყოს დაახლოებით 5-7 წუთი, პოეტური ნაწარმოები ან ნაწყვეტი ნაწარმოებიდან - მინიმუმ 48 სიტყვა.
3. მის მიერ შერჩეული მონოლოგი ნებისმიერი ჟანრის (პიესა, რომანი, ნოველა, ესე, პუბლიცისტიკა, მემუარული ლიტერატურა) ნაწარმოებიდან, რომლის ხანგრძლივობა უნდა იყოს დაახლოებით 3-4 წუთი.
მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა სასურველი ასაკია: გოგონები 23 წლამდე, ვაჟები 25 წლამდე.
შემოქმედებითი ტური ტარდება მობილობის მსურველ სხვა სტუდენტთა თანდასწრებით.
მობილობის შემოქმედებითი ტური
მსახიობი (თოჯინების თეატრის მსახიობის)
სპეციალობაზე
თოჯინების თეატრის მსახიობის სპეციალობაზე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ორ ეტაპად I ტური და გამოცდა.
I ტური - პირველ შესარჩევ ტურზე მოწმდება მობილობის მსურველი სტუდენტის სასწავლო პროგრამის ასათვისებლად აუცილებელი ფიზიკური კონდიციები, მეტყველება, მუსიკალური სმენა, რიტმის შეგრძნება, პლასტიკა; შესარჩევი ტურისათვის სტუდენტმა უნდა მოამზადოს სიმღერა და საცეკვაო ნომერი. რაც შეეხება ვერბალურ ნაწილს, ის მიეცემა სტუდენტს ტურის მიმდინარეობის დროს - ეს შეიძლება იყოს სტუდენტის მონათხრობი, ბიოგრაფია, ნაწყვეტი უცნობი ტექსტიდან, ენის გასატეხი.
გამოცდა - მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა შეასრულოს:
(მას აქვს უფლება გაიმეოროს, ნაწილობრივ ან მთლიანად შეცვალოს I ტურზე წარმოდგენილი პროგრამა).
უნდა წაიკითხოს:
ბილეთი
1. პროზა |
2. პოეზია |
ვაჟა ფშაველა |
აკაკი წერეთელი |
კონსტანტინე გამსახურდია |
იოსებ გრიშაშვილი |
ჭაბუა ამირეჯიბი |
ტიციან ტაბიძე |
გურამ რჩეულიშვილი |
მუხრან მაჭავარიანი |
რეზო გაბრიაძე |
ტარიელ ჭანტურია |
თამრი ფხაკაძე |
მედეა კახიძე |
ირაკლი სამსონაძე |
გიორგი ზანგური |
პროზაული ნაწარმოების ან ნაწყვეტის ხანგრძლივობა უნდა იყოს დაახლოებით 5-7 წუთი, პოეტური ნაწარმოები ან ნაწყვეტი ნაწარმოებიდან - მინიმუმ 48 სიტყვა.
3. მის მიერ შერჩეული მონოლოგი ნებისმიერი ჟანრის (პიესა, რომანი, ნოველა, ესე, პუბლიცისტიკა, მემუარული ლიტერატურა) ნაწარმოებიდან, რომლის ხანგრძლივობა უნდა იყოს დაახლოებით 3-4 წუთი.
4. სტუდენტის მიერ შერჩეული იგავ-არაკი.
მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა სასურველი ასაკია: გოგონები 23 წლამდე, ვაჟები 25 წლამდე.
შემოქმედებითი ტური ტარდება მობილობის მსურველ სხვა სტუდენტთა თანდასწრებით.
მობილობის შემოქმედებითი ტური
ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის
სპეციალობაზე
ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობაზე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ერთ ეტაპად.
კონკურსანტის მიერ ასარჩევი ლიტერატურული ნაწარმოების ქართველ ავტორთა სარეკომენდაციო ჩამონათვალი:
სულხან-საბა ორბელიანი;
გალაკტიონ ტაბიძე;
ნიკოლოზ ბარათაშვილი;
გრიგოლ ორბელიანი;
ილია ჭავჭავაძე;
ვაჟა-ფშაველა;
ალექსანდრე ყაზბეგი;
აკაკი წერეთელი;
გიორგი ლეონიძე;
გურამ რჩეულიშვილი;
გურამ დოჩანაშვილი.
შემოქმედებითი ტური ტარდება მობილობის მსურველ სხვა სტუდენტთა თანდასწრებით.
მობილობის შემოქმედებით ტური
ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორის
სპეციალობაზე
ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორის სპეციალობაზემობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ერთ ეტაპად.
მოწმდება სტუდენტის მუსიკალური მონაცემები: სმენა, ხმა, ინტონირება; აქვს თუ არა გამართული სასიმღერო აპარატი. სტუდენტმა უნდა შეძლოს გაიმეოროს შეთავაზებული მელოდია. გამოიცნოს ინტერვალები, გამოამჟღავნოს მუსიკის ელემენტარული თეორიის ცოდნა. მას უნდა ჰქონდეს ლოტბარ-რეგენტის პროფესიის დასაუფლებლად აუცილებელი უნარები.
შემოწმდება სტუდენტის ზოგადი ცოდნა და ინტერესები, როგორც ხალხური სიმღერის, ასევე საეკლესიო გალობის რაობის შესახებ; სასურველია სტუდენტი ფლობდეს რომელიმე ინსტრუმენტს (ფორტეპიანო, ქართული ხალხური საკრავები).
სტუდენტმა უნდა შეასრულოს ჩამონათვალში მითითებული, კომისიის მიერ შერჩეული სიმღერა და საგალობელი ხმათა მონაცვლეობით:
შემოქმედებითი ტური ტარდება მობილობის მსურველ სხვა სტუდენტთა თანდასწრებით.
გისურვებთ წარმატებას!