- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი
აცხადებს სტუდენტთა
2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის
გარე მობილობას
შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:
გარე მობილობა
სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით გადმოსვლის მსურველი უნდა დარეგისტრირდეს სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge).
სტუდენტთა რეგისტრაციის ვადაა 2023 წლის 21 აგვისტოს 12:00 საათიდან 07 სექტემბრის 18:00 საათამდე.
სსიპ - განათლების მართვის საინფომრაციო სისტემაში მობილობის შედეგების ნახვა (ინფორმაცია გადმოსვლის უფლების მოპოვების შესახებ) შესაძლებელი იქნება 11 სექტემბერს.
გადმოსვლის უფლების მოპოვების შემდეგ 11 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, სტუდენტმა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.tafu.edu.ge უნდა შეავსოს სასურველი საბაკალავრო პროგრამის ონლაინ განაცხადი და ატვირთოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
1) პირადობის მოწმობა;
2) სტუდენტის ცნობა სტატუსის შესახებ;
3) ჩარიცხვის ბრძანება;
4) სასწავლო ბარათი: სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსები - შეფასებისა და კრედიტების მითითებით;
5) ფოტო 3x4;
6) ატესტატის/დიპლომის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
7) ვაჟებისთვის - მიწერის მოწმობა / ასლი.
14- 15 სექტემბერს სტუდენტი უნდა გამოცხადდეს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში აღიარებული კრედიტების რაოდენობის წერილობით დასადასტურებლად (თანხმობა/უარი).
გისურვებთ წარმატებას!