ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
კინო-ტელე გარე მობილობა

კინო-ტელე ფაკულტეტი  

აცხადებს სტუდენტთა

2023-2024  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის

გარე მობილობა

შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:

 

  • ტელერეჟისურა - 5  ადგილი
  • ხმის  რეჟისურა -  3 ადგილი

 

კინო-ტელე ფაკულტეტზე მობილობით გადმოსვლის მსურველმა სტუდენტმა უნდა გაიაროს შემოქმედებითი კონკურსი. 

 

შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.tafu.edu.ge, სადაც განთავსდება 

 

მობილობის მსურველ სტუდენტთა შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაციის პორტალი.


პორტალზე რეგისტრაცია დაიწყება 17 აგვისტოს 12:00 საათიდან და დასრულდება 27 აგვისტოს 18:00 საათზე!

 

  • მობილობის მსურველ  სტუდენტთა  შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაციის პორტალზე  დასარეგისტრირებლად სტუდენტმა უნდა გადაიხადოს შემოქმედებით ტურში მონაწილეობის საფასური 40 ლარი ერთი კონკრეტული სპეციალობისთვის, ხოლო ერთზე მეტი სპეციალობის არჩევის შემთხვევაში, თითოეულზე დამატებით იხდის 10 ლარს.
  • თანხის შეტანა ხდება უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე:

საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028

ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები (რეგისტრაცია): 708887519

გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სტუდენტის გვარი, სახელი, 11 ნიშნა პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა პირადი ნომრის არარსებობის შემთხვევაში უნდა მიუთითონ პასპორტის ნომერი).

  • თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში რეგისტრაცია არ განხორციელდება.
  • სტუდენტმა უნდა ატვირთოს ცნობა სტუდენტის  სტატუსის შესახებ.
  • შემოქმედებით ტურებში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ აღნიშნულ ვადებში -17 აგვისტოდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე.

 

შემოქმედებითი ტურები/კონკურსი ჩატარდება 29 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით.

 

ტელერეჟისურა - 30 აგვისტო, 10:00 სთ

მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი #19 (I კორპუსი)

 

ხმის რეჟისურა - 31 აგვისტო, 10:00 სთ

მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #40 (II კორპუსი)

 

გვარობრივი სიები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.tafu.edu.ge რეგისტრაციის დასრულების შემდეგ,  28 აგვისტოს.

 

 

4 სექტემბერს სრულად გამოქვეყნდება შემოქმედებითი ტურების/კონკურსის შედეგები და გადაიგზავნება მართვის სისტემაში.

 

შემოქმედებითი ტურების წარმატებით გავლის შემდეგ აუცილებელია სტუდენტის დარეგისტრირება   სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge), 2023 წლის 07 სექტემბრის 18:00 საათამდე.  

 

სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მობილობის შედეგების ნახვა (ინფორმაცია  გადმოსვლის უფლების მოპოვების შესახებ) შესაძლებელი იქნება 11  სექტემბერს.  

 

გადმოსვლის უფლების მოპოვების შემდეგ, 11 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, სტუდენტმა  უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.tafu.edu.ge უნდა შეავსოს სასურველი საბაკალავრო პროგრამის ონლაინ განაცხადი და ატვირთოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია:

 

1)      პირადობის მოწმობა;

2)      სტუდენტის ცნობა სტატუსის შესახებ;

3)      ჩარიცხვის ბრძანება;

4)      სასწავლო ბარათი: სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსები - შეფასებისა და კრედიტების მითითებით;

5)      ფოტო 3x4;  

6)      ატესტატის/დიპლომის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

7)      ვაჟებისთვის - მიწერის მოწმობა / ასლი.

 

14- 15 სექტემბ  სტუდენტი უნდა გამოცხადდეს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში აღიარებული კრედიტების რაოდენობის წერილობით დასადასტურებლად  (თანხმობა/უარი).

 

მობილობის შემოქმედებითი ტურების/კონკურსის მოთხოვნები

მობილობის შემოქმედებითი ტური  

 ტელერეჟისურის სპეციალობაზე

 

ტელერეჟისურის სპეციალობაზე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ორ ეტაპად ერთ დღეს:

 

 

I ეტაპი - წერითი გამოცდა და II ეტაპი - გასაუბრება.

 

არსებობის შემთხვევაში, სასურველია მობილობის მსურველმა სტუდენტმა წარმოადგინოს:  ფოტოები ან ფოტორეპორტაჟი (მაქსიმუმ 10 ფოტო), მის მიერ მომზადებული ტელეპროექტი ან ფილმი.

 

ეტაპი - 3 შეთავაზებული დავალებიდან მობილობის მსურველი სტუდენტი  ირჩევს მისთვის საინტერესო თემას, რომელშიც მაქსიმალურად შეძლებს წარმოაჩინოს შემოქმედებითი წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი.

 

II ეტაპი :

 

  1. მობილობის მსურველი სტუდენტი სასკოლო პროგრამაში არსებულ მასალებზე დაყრდნობით წარმოაჩენს ზოგადი განათლების დონეს ტელევიზიის, კინოხელოვნების, სახვითი ხელოვნების, მუსიკის, ლიტერატურისა და თეატრის ისტორიაში;
  2. სტუდენტს მიეცემა პრაქტიკული დავალებები (3 ეტიუდი), სადაც გამოავლენს დაკვირვების,  შემოქმედებითი წარმოსახვისა და ასოციაციური აზროვნების უნარებს.

 

  შემოქმედებითი ტური ტარდება მობილობის მსურველ სხვა სტუდენტთა თანდასწრებით.

 

 

მობილობის შემოქმედებითი ტური
ხმის რეჟისურის სპეციალობაზე

 

ხმის რეჟისურისსპეციალობაზე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ორ ეტაპად ერთ დღეს: 

 

ეტაპი -პრაქტიკული დავალების შესრულება და II ეტაპი - გასაუბრება.

 

მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა  წარმოადგინოს მოკლე ავტობიოგრაფია თანდართული მოტივაციით, თუ რატომ ირჩევს ამ პროფესიას;

არსებობის შემთხვევაში, სასურველია  წარმოადგინოს: მუსიკალური განათლების   დამადასტურებელი შესაბამისი საბუთი; მის მიერ შექმნილი მუსიკალური კლიპი ან მუსიკალური ნაწყვეტი ან მის მიერ გაფორმებული ტელეპროექტი ან ფილმი.

I ეტაპი - სტუდენტს  მოეთხოვება პრაქტიკული დავალების შესრულება სხვადასხვა ხასიათისა და ფორმის მუსიკალური ფრაგმენტითა და ხმოვანი რიგით (დიალოგი, მონოლოგი, ადგილმდებარეობის დამახასიათებელი ბგერები, სინქრონული ხმაური, მუსიკა), რის საფუძველზეც შემოწმდება სტუდენტის სმენა, რიტმის გრძნობა, მუსიკალურობა, ხმოვანი რიგისა და   მუსიკალური ჟანრის აღქმის უნარი.

ვიზუალური მასალის გამოყენებით, სტუდენტს  მიეცემა დავალება, რის საშუალებითაც შემოწმდება  და  გამოვლინდება  მისი  წარმოსახვის,  ანალიტიკური ხედვის, მონტაჟური აზროვნების, სახეობრივი აზროვნების სათანადო უნარები.

 

II ეტაპი-  სტუდენტი  სასკოლო პროგრამაში არსებულ მასალებზე დაყრდნობით წარმოაჩენს ზოგადი განათლების დონეს  ლიტერატურის,  კინოხელოვნების, სახვითი ხელოვნების, მუსიკის, ტელევიზიის და თეატრის ისტორიაში;

შემოწმდება კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Windows, Microsoft Word, Microsoft PowerPoint, სასურველია - Nero Start Smart, Photoshop).

 

 შემოქმედებითი ტური ტარდება მობილობის მსურველ სხვა სტუდენტთა თანდასწრებით.

 

გისურვებთ წარმატებას!

 

^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2767178
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2024-08-13
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია