ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
ელექტრონული წიგნები
300

ფილიპ ნუაზეტი - თანამედროვე ცეკვა გზამკვლევი (2023)

თარგმანი: ვალერი ოთხოზორია

თანამედროვე ცეკვის რევოლუციურობა, უდავოდ, იმ ფორმათა მრავალფეროვნებას ეფუძნება, რომელიც მან სცენაზე შემოიტანა. დაშვებულია ყველაფერი, ან თითქმის ყველაფერი. არ არსებობს შეზღუდვა ხანგრძლივობაში, კოსტიუმებში, დეკორაციაში: ყველაფერი იქმნება, ან გარდაიქმნება რეალურ დროში.

ISBN 978-9941-9881-2-7

299

თეატრალური 100 - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 1923-2023 (შემდგენელი ლამარა ღონღაძე) (2023)

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო კრებული.

წინამდებარე წიგნი უბრალო კრებული არ არის. ქართული სათეატრო განათლების ისტორიაა.

თეატრალურ ინსტიტუტში – უნივერსიტეტში მრავალი გამოჩენილი, გენიალური ადამიანი იღვწოდა. ახალგაზრდებმა, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მოსულმა თაობებმა, უნდა იცოდნენ, ვის მხრებზე დგანან...

უნდა იცოდნენ იმ საგანმანათლებლო კერის ისტორია, რომლის დაარსებისთვის მრავალი წელი იბრძოდ­ნენ ერის საუკეთესო შვილები.

275

ოთარ იოსელიანი - ლუი (კადრირება) (2009)

კადრირებაში დახატულია მოქმედება, კამერის ჩართვიდან გამორთვამდე („მოტორ“-დან – „სტოპ“-მდე). აქ წინასწარ არის მოფიქრებული და გათვლილი ყველაფერი, რაც უნდა გაკეთდეს გადასაღებ მოედანზე – როგორი უნდა იყოს სავარაუდო გარემო, რამდენი პერსონაჟი და რა ატრიბუტები და ტექნიკა იქნება საჭირო. გათვლილია კამერის მოძრაობა, პერსონაჟების გადაადგილება, დრო...

274

ჟანა თოიძე – სასიმღერო ხმის წარმართვის მეთოდიკა (2018)

სახელმძღვანელოში აქცენტირებულია საქართველოში პროფესიული ვოკალური სკოლის ფუძემდებლების – პროფესორ ო. ბახუტაშვილი-შულგინას, პროფესორ ე. ვრონსკის, პროფესორ ე. რიადნოვის ძირითადი მეთოდური პოსტულატები, რაზეც გაიზარდა არაერთი გამოჩენილი ქართველი მომღერალი.

შემდგომი ამოცანაა, გავაანალიზოთ მომდევნო თაობის ქართველი მომღერლების პედაგოგიური მოძღვრება – რამდენად აგრძელებენ ისინი თავიანთი პედაგოგების სკოლას, მეთოდიკას, რამდენად ითვალისწინებენ მათ პოსტულატებს, რჩევებს.

ამ მიზნით საჭიროდ მიმაჩნია, პირველ რიგში, გავაშუქო და გავაანალიზო იმ მომღერალი-პედაგოგების ვოკალური სკოლა, რომელთა მეთოდიკას ვეზიარე, შევისწავლე როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად, მეცადინეობის – ხმის წარმართვის დროს (კერძოდ: ზ. ფალიაშვილის სახ. სახელმწიფო მუსიკალურ „ნიჭიერთა ათწლედში“, ზ. ფალიაშვილის სახ. II სამუსიკო სასწავლებელში; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ასპირანტურაში სწავლის დროს და დისერტაციებზე მუშაობის პროცესში).

273

მიხო ბორაშვილი - საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი VIII

272

შალვა (მუმუშა) გაწერელია - რეჟისორის ჩანაწერები

271

თეიმურაზ აბაშიძე - თეატრის სივრცე

270

ვასილ კიკნაძე - მიახლოება საუკუნესთან (უნივერსიტეტი 90)

269

ვასილ კიკნაძე - გამოთხოვება მოგონებებთან (წიგნი მეორე)

268

ნოდარ გურაბანიძე - ესროპული დრამატურგია რუსთაველის თეატრის სცენაზე

267

თეიმურაზ აბაშიძე - ქართული მიუზიკლი (2016)

ამ წიგნის გამოცემის მიზანია დაკანონებული, საყოველთაოდ აღიარებული `მიუზიკლის~ ტიპის და სახის ქართული ანალოგების მაგალითების აღნუსხვა და იმის დაფიქსირება, რომ, მიუხედავად დაგვიანებული, გართულებული გაცნობისა ამ ჟანრთან, ქართული მუსიკალური თეატრი არ გამოაკლდა მსოფლიოს მუსიკალური თეატრის Gგანვითარების მოწინავე პოზიციების, სტილისტიკის აღქმას, ათვისებას და ცდილობდა, შესაძლებლობის ფარგლებში, დარჩენილიყო მისი ძირითადი ტენდენციების, მიმართულების კალაპოტში.

266

მანანა მაჩაბელი - კონფლიქტებისა და სტრესების მართვა

სალექციო კურსი (ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა მონაპოვრების ფონზე) (2015)

265

თამარ ცაგარელი - სათეატრო ხელოვნება და ანთროპოლოგია (2014)

აღნიშნულ ნაშრომში, ავტორი შესავალშივე სვამს კითხვას, - თუ რამდენად მნიშვნელოვანია ანთროპოლოგიური მეთოდი თეატრის, მისი არსის გასარკვევად. თუ დამოუკიდებელ დარგებად არსებობენ: სამედიცინო ანთროპოლოგია, სოციოლოგიური ანთროპოლოგია, ეთნოლოგიური ანთროპოლოგია, შესაძლებელია თუ არა თეატრალური ანთროპოლოგიის არსებობა, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერული დისციპლინისა.

დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული მკითხველისათვის.

264

პიტერ უორდის წიგნი "კადრის კომპოზიცია კინოსა და ტელევიზიაში" (2014)

დავით გუჯაბიძე

უპირველეს ყოვლისა, კინო-ტელე საოპერატორო ფაკულტეტის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი. იგი შეიძლება საინტერესო იყოს მომავალი კინორეჟისორებისა და კინო-ტელე მხატვრებისთვისაც; წიგნში მოცემულია კადრის კომპოზიციური აგებისა და ფერითი გადაწყვეტის ყველაზე გავრცელებული ტიპური პრინციპები, ერთი და რამდენიმე კამერით მუშაობის თავისებურებები. ვფიქრობთ, წიგნი დააინტერესებს კინომცოდნეებსაც და კინო-ტელე დრამატურგებსაც.

წიგნს ახლავს DVD დისკი, რომელზეც დატანილია ტექსტის შესატყვისი ფრაგმენტები ფილმებიდან, რომლებიც ქართველი სტუდენტებისათვის აუცილებელ თვალსაჩინოებად მივიჩნიეთ.

რამდენადაც სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურა კინოსაოპერატორო სპეციალობისათვის ქართულ ენაზე პრაქტიკულად არ მოგვეპოვება, ხოლო მოცემული წიგნი უცხო ენიდან თარგმნის პირველი პრეცედენტია, გამორიცხული არაა სხვადასხვა ხარვეზი - განსაკუთრებით ტექნიკური ტერმინოლოგიის თვალსაზრისით. ქართული კინო-ტელე ტექნიკური ტერმინოლოგია დღეისათვის ჩამოყალიბებისა და დახვეწის აქტიურ ფაზაშია და საბოლოოდ ჯერაც არ ჩამოყალიბებულა, ანგარიშგასაწევია ტექნიკური აღჭურვილობის მუდმივი პროგრესიც, ახალი აპარატურის და თუ ტექნოლოგიური პროცესების ქართული შესატყვისების შექმნის და დამკვიდრების პროცესი, რომელიც აგრეთვე ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს. ამიტომ, მკითხველებს ვთხოვთ, თავიანთი შენიშვნები და სურვილები მოგვაწოდონ მისამართზე datogujabidze@gmail.com, რათა ისინი გავითვალისწინოთ მომდევნო გამოცემებში.

263

თეო ხატიაშვილი - ფარაჯანოვის მითოლოგიურ - მეტაფორული სამყარო (2014)

262

მანანა მაჩაბელი - კომუნიკაციის თეორია (ურთიერთობის ფსიქოლოგია - დიალოგის ხელოვნება) (2018)

მანანა მაჩაბლის ნაშრომი განკუთვნილია სტუდენტებისათვის დამხმარე სახელმძღვანელოდ. ის მართლაც ძალიან საჭიროა იმ თაობისათვის, რომელსაც სწორედ ახლა უყალიბდება მსოფლმხედველობა და ადამიანებთან ურთიერთობების უნარი. ნაშრომის მთავარ ღირებულებად სწორედ ის პრაქტიკული რჩევები და ტრენინგებია, რომლებიც ადამიანებთან ურთიერთობისას დაგვეხმარება. ეს არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ თვითოეულ ჩვენგანს ჭირდება.

261

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია, წიგნი VII, 2023)

კრებულის შემდგენელი და მთარგმნელი — კინორეჟისორი მიხო ბორაშვილი

წინამდებარე ქრესტომათიულ კრებულში თავმოყრილია მსოფლიოს სახელმოხვეჭილი კინორეჟისორების (გილერმო დელ ტორო გომესი, გიორგი დანელია, ქრისთოფერ დოილი, ჯენთი იეითსი, ჯონ ლანდაუ, აბდელატიფ ქეშიში, ლუკინო ვისკონტი დი მოდრონე, მიხაილ რომი, ვონგ კარ ვაი, იზაბელ კრისტიან მუნჯიუ, რომან შირმანი, ეჟი სკოლიმოვსკი, ქლინთ ისთვუდი, ანდრეი ზვიაგინცევი, ანდრეი (ანდრონ) კონჩალოვსკი (მიხალკოვ-კონჩალოვსკი), თეოდოროს (თეო) ანგელოპულოსი, ირაკლი კვირიკაძე, იშტვან საბო, უილიამ (ბილი) რეი, სერალან პარქერი, მაიკლ მანი, მაიქლ უინთერბოთომი, ნათან ქროული, ხიროკაძუ კორეედა) მასტერკლასების, რეჟისორის პროფესიისა და კინოწარმოების შესახებ საუბრების ქართული თარგმანები. ერთვის მათი მოკლე ბიოგრაფიული ცნობები, ფილმოგრაფია და ფოტოკადრები ფილმებიდან.

260

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია, წიგნი III, 2016)

კრებულის შემდგენელი და მთარგმნელი — კინორეჟისორი მიხო ბორაშვილი

წინამდებარე ქრესტომათიულ კრებულში თავმოყრილია მსოფლიოს სახელმოხვეჭილი კინორეჟისორების (აკირა კუროსავა, ალენ რენე, ანდრეი ტარკოვსკი, ბელა ტარი, დევიდ პოლ ქრონენბერგი, იორგენ ლეტი, მაიქ ფიგისი, ჟან რენუარი, რაინერ ვერნერ ფასბინდერი, სთენლი ქუბრიკი, სიდნი ლუმეტი) მასტერკლასების, რეჟისორის პროფესიისა და კინოწარმოების შესახებ საუბრების ქართული თარგმანები. ერთვის მათი მოკლე ბიოგრაფიული ცნობები, ფილმოგრაფია და ფოტოკადრები ფილმებიდან.

259

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია, წიგნი II, 2014)

კრებულის შემდგენელი და მთარგმნელი — კინორეჟისორი მიხო ბორაშვილი

წინამდებარე ქრესტომათიულ კრებულში თავმოყრილია მსოფლიოს სახელმოხვეჭილი კინორეჟისორების (ჯენიფერ ვუდი, ჯორჯ ლუკასი, სთივენ სპილბერგი, რობერტ ზემეკისი, ვიმ ვენდერსი, ქენ ლოუჩი, რობერ ბრესონი, ანდრეას დრეზენი, გერც ფრანკი, დევიდ ლინჩი, ვერნერ ჰერცოგი, კიმ კი დუკი, კლოდ შაბროლი, ლარს ფონ ტრიერი, პიერ პაოლო პაზოლინი, რომან პოლანსკი, სთივენ სოდერბერგი, ჯიმ ჯარმუში) მასტერკლასების, რეჟისორის პროფესიისა და კინოწარმოების შესახებ საუბრების ქართული თარგმანები. ერთვის მათი მოკლე ბიოგრაფიული ცნობები, ფილმოგრაფია და ფოტოკადრები ფილმებიდან.

258

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია, წიგნი I, 2014)

კრებულის შემდგენელი და მთარგმნელი — კინორეჟისორი მიხო ბორაშვილი

წინამდებარე ქრესტომათიულ კრებულში თავმოყრილია მსოფლიოს სახელმოხვეჭილი კინორეჟისორების (ანდრონ კონჩალოვსკი, ანჟეი ვაიდა, იოს სტელინგი, ნიკიტა მიხალკოვი, ოთარ იოსელიანი, პედრო ალმოდოვარი, პიტერ გრინუეი, ჟან-ლუკ გოდარი, ტონინო გუერა, ფრანსუა ოზონი, ფრენსის ფორდ კოპოლა) მასტერკლასების, რეჟისორის პროფესიისა და კინოწარმოების შესახებ საუბრების ქართული თარგმანები. ერთვის მათი მოკლე ბიოგრაფიული ცნობები, ფილმოგრაფია და ფოტოკადრები ფილმებიდან.

 

236

ზვიად დოლიძე - მსოფლიო კინემატოგრაფის ისტორია 1930-1960-იან წლები

წინამდებარე წიგნი წარმოადგენს ძირითად სახელმძღვანელოს შესაბამისი პროფილის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის. იგი ამავე ავტორის ადრე გამოქვეყნებული სახელმძღვანელოს - „მსოფლიო კინემატოგრაფის ისტორია. უხმო კინო“ თემატური გაგრძელებაა და მოიცავს პერიოდს, დაწყებულს XX საუკუნის 30-იანი წლებიდან 60-იანი წლების მიწურულამდე. ეს იყო ეპოქა, როდესაც კინო გახმოვანდა და გაფერადდა, გაჩნდა ახალი ჟანრები, ქვეჟანრები, მხატვრული მიმდინარეობები, დაიხვეწა სარეჟისორო, სამსახიობო, საოპერატორო და ა. შ. კულტურა, გაუმჯობესდა საწარმოო, სადისტრიბუციო, სადემონსტრაციო ტექნოლოგიები, ასპარეზზე გამოჩნდნენ ნიჭიერი კინემატოგრაფისტები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს კინოხელოვნების შემდგომ განვითარებასა და პოპულარიზაციაში.

233

მსოფლიო თეატრის ისტორია, XIX საუკუნეების მსოფლიო თეატრი, წიგნი III, კენტავრი, 2020

წინამდებარე სახელმძღვანელო ასახავს XIX საუკუნის მსოფლიო თეატრში მიმდინარე პროცესებს - დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, აზიისა და ამერიკის თეატრების ისტორიას მოდერნისტულ ეპოქამდე. ნაშრომი მოიცავს რომანტიზმის დაბადებისა და განვითარების ეტაპებს მსოფლიო თეატრში.

228

ქეთევან ტრაპაიძე, შტრიხები შემოქმედებითი პორტრეტისათვის (კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი), დამხმარე სახელმძღვანელო, კენტავრი, 2013

დამხმარე სახელმძღვანელოში წარმოდგენილია კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის შემოქმედებაზე

227

უჩა დვალიშვილი, რეზო ჭაბაშვილი, ქართული ხალხური ცეკვა, დამხმარე მეთოდური სახელმძღვანელო, კენტავრი, 2017

დამხმარე სახელმძღვანელო მოიცავს თეორიული და პრაქტიკული სწავლების სრულ კურსს, სადაც ქართული ხალხური ცეკვები წარმოდგენილია ეთნოკულტურულ და ისტორიულ ჭრილში. დეტალურადაა განხილული ქართული საცეკვაო ფოლკლორის კავშირი ხალხური შემოქმედების სხვა დარგებთან.

226

დალი მუმლაძე, თამარ ქუთათელაძე, ქართული დრამატურგიის ისტორია, სახელმძღვანელო, კენტავრი, 2014

წინამდებარე წიგნში წარმოდგენილია ქართული დრამატურგიის გენეზისი. იგი მოიცავს პერიოდს შრომის სიმღერა-თამაშობებიდან საბჭოური პერიოდის დრამატურგიამდე.

225

მანანა გეგეჭკორი, როგორ იბადება სპექტაკლი, დამხმარე სახელმძღვანელო, კენტავრი, 2014.

224

კინორეჟისურა, ქრესტომათია, მთარგმნ. მიხო ბორაშვილი, კენტავრი, 2008

სახელმძღვანელოში თავმოყრილია რეჟისურის შესახებ რუსი და უცხოელი კინემატოგრაფისტების: ლ. კულეშოვის, მ. რომის, მ. მარტენის ნაშრომების ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანები. სახელმძღვანელოს დართული აქვს კრებულში შესული ავტორთა მოკლე ბიოგრაფიული ცნობები და კინოხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი.

223

ლია კალანდარიშვილი, მანანა ლეკბორაშვილი და მაია ლევანიძე, კინოკრიტიკა და თეორია ფილმის ანალიზის საფუძველზე, სახელმძღვანელო, კენტავრი, 2016

222

დილავარდისა დავითულიანი, კულტურის ეკონომიკა, დამხმარე სახელმძღვანელო, კენტავრი, 2009

წიგნში გაშუქებულია კულტურის ეკონომიკის საკვანძო საკითხები. განხილულია საქართველოში კულტურის, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი სოციალურ-კულტურული სფეროს განვითარების ეკონომიკური კანონზომიერებანი, კულტურის სფეროსა და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულება, საქართველოს კულტურული პოლიტიკა, საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობა და სხვა საკითხები.

221

დოკუმენტური კინოს რეჟისურა, ქრესტომათია, მთარგმნ. მიხო ბორაშვილი. კენტავრი, 2010

სახელმძღვანელოში თავმოყრილია დოკუმენტური კინოს შესახებ უცხოელი რეჟისორებისა და კინოს თეორეტიკოსების: ლევ კულეშოვის, ჯონ გრირსონის, პოლ როტის, იორის ივენსის, მაიკლ რაბიგერის, მარსელ მარტენის ნაშრომების ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანები. სახელმძღვანელოს დართული აქვს კრებულში შესულ ავტორთა მოკლე ბიოგრაფიული ცნობები.

220

ლაშა ჩხარტიშვილი - „მეფე ლირის" სცენური ინტერპრეტაციის საკითხები ევროპულ და ქართულ თეატრში, კენტავრი, 2016

მონოგრაფია წარმოადგენს პირველ მცდელობას პოსტსაბჭოთა ქართულ სათეატრო მეცნიერებაში კომპლექსურად შეისწავლოს კლასიკური დრამატურგიის სცენურ ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული შემოქმედებითი საკითხები.

219

მიხეილ კალანდარიშვილი, „მოდერნიზმი ქართულ თეატრში“ - XX საუკუნის დასაწყისი (მეორე გამოცემა), დამხმარე სახელმძღვანელო, კენტავრი, 2010

ნაშრომი XX საუკუნის დასაწყისის, ქართული თეატრის ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპის პროფესიულ ანალიზს წარმოადგენს. ავტორი რიგ საინტერესო საკითხებთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართულ თეატრში მიმდინარე პროცესებზე, კერძოდ, იმ მხატვრულ მიმდინარეობებზე, რომლებმაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრეს იმ პერიოდის ეროვნული თეატრალური კულტურის მხატვრული სახე.

218

მიხეილ თუმანიშვილი, ფიქრები თეატრსა და ცხოვრებაზე, წიგნი მეოთხე, კენტავრი, 2013

ახალი სარედაქციო შემადგენლობით ხელმეორედ გამოსცა მ. თუმანიშვილის წიგნები, მათ შორისაა "ფიქრები თეატრსა და ცხოვრებაზე".

217

ნოდარ გურაბანიძე, მიხეილ თუმანიშვილის თეატრი, დამხმარე სახელმძღვანელო, კენტავრი, 2010

დამხმარე სახელმძღვანელო სრულად ასახავს მიხეილ თუმანიშვილის შემოქმედებით გზას. მკითხველი გაეცნობა მიხეილ თუმანიშვილის სარეჟისორო მოღვაწეობას - რუსთაველის თეატრში, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, მის მიერ განხორციელებულ სატელევიზიო დადგმებს. აქვე ასახულია მისი, როგორც პედაგოგის ღვაწლი (მე-11 აუდიტორიის დაარსება, სტუდიური მუშაობა და შემდგომი პედაგოგიური მოღვაწეობა).

213

გიორგი ჩართოლანი, 1918-20 წწ. ქართული პრესა თეატრალური რეფორმის შესახებ (გიორგი ჯაბადარის სტუდია), კენტავრი, 2019

მონოგრაფია მოიცავს 1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს დედაქალაქში, საფრანგეთიდან ახალდაბრუნებული რეჟისორის, გიორგი ჯაბადარის მიერ დაარსებული დრამატული ხელოვნების სტუდიის ხანმოკლე, 2-წლიან ისტორიას. ნაშრომის მიზანია გამოიკვლიოს იმ თეატრალური ორგანიზმის ადგილი და როლი, რომელსაც ქართული თეატრალური საზოგადოების დიდმა ნაწილმა თეატრის „ამაღორძინებლის“ მისია დააკისრა.

212

ვლადიმერ (ლადო) ტატიშვილი, სიტყვა, მუსიკა და ფერი სატელევიზიო რეკლამაში, დამხმარე სახელმძღვანელო, კენტავრი, 2020

დამხმარე სახელმძღვანელო სატელევიზიო რეკლამას განიხილავს როგორც შემოქმედებით პროდუქტს. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება რეკლამაში სიტყვის, ფერის და მუსიკის გამოყენების ტენდენციებზე და ამ სამი კომპონენტით სარეკლამო პროდუქტის და ბრენდის მიმზიდველი სატელევიზიო რგოლების დამზადებასა მომხმარებლამდე მიტანის ეფექტურობაზე. სტუდენტები შეისწავლიან რეკლამის დამზადების სპეციფიკას იდეის დაბადებიდან მზა პროდუქციის მიღებამდე.

210

რევაზ ჭიჭინაძე, სამაუწყებლო მედიაპროპაგანდის ანალიზი/საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან ვარდების რევოლუციამდე, კენტავრი, 2015

ნაშრომი წარმოადგენს პირველ მცდელობას, რომელშიც განხილული და მეცნიერულად შესწავლილი იქნება ქართული კინოსა და ტელევიზიის როლი ახალი ქართული საზოგადოების აზროვნების ფორმირების პროცესში. თემის აქტუალობას ისიც განაპირობებს, რომ ქართული კინოსა და ტელევიზიის მოღვაწეობა განხილული იქნება უახლესი ქართული ისტორიული პროცესების ჭრილში. კერძოდ კი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პერიოდში.

209

გიორგი ჩართოლანი, სატელევიზიო პროდიუსერი, სახელმძღვანელო, კენტავრი, 2015

წინამდებარე ნაშრომი პირველი მცდელობაა ქართულ ენაზე იმგვარი სახელმძღვანელოს შექმნის, რომელიც სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, სისტემურად გაეცნონ ტელეჟურნალისტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიციის - პროდიუსერის საქმიანობას, უფლება-მოვალეობებს, ვალდებულებებს და მოღვაწეობის არეალს.

208

რევაზ ჭიჭინაძე, პროპაგანდის ფორმები სამაუწყებლო მედიაში, სახელმძღვანელო, კენტავრი, 2015

სახელმძღვანელო შედგენილია საუნივერსიტეტო სწავლების სტანდარტების გათვალისწინებით და განკუთვნილია სოციალურ, პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ და ხელოვნების მეცნიერებათა შემსწავლელი სტუდენტებისთვის.

207

გიორგი ჩართოლანი, ლაურა კუტუბიძე და რევაზ ჭიჭინაძე, კულტურა მედიაში, კენტავრი, 2019.

„კულტურა მედიაში“ დაეხმარება მედიამკვლევრებს, მეცნიერებსა და მედიის თეორეტიკოსებს ამ სფეროში ცოდნის გაღრმავებაში და მოამზადებს დაინტერესებულ მკვლევრებს საკვლევ თემატიკაში სწორი ორიენტირებისთვის, რამდენადაც იგი მოიცავს მასობრივი კომუნიკაციის სხვადასხვა პლატფორმაზე კულტურისა და ხელოვნების საკითხების გაშუქების როგორც ისტორიას და თეორიას, ისე მის ტექნოლოგიურ პროცესს.

206

ნოდარ გურაბანიძე, სამყარო თეატრალის თვალით, ორ ტომად, წიგნი II, კენტავრი, (2017)

ნაშრომში მიუხედავად იმისა, რომ უპირატესი ადგილი უკავია თეატრალურ ხელოვნებას, მკითხველი მასში ამოიკითხავს ლიტერატურულ ეტიუდებს ხელოვნების ყველა სფეროზე, მათ შორის ქორეოგრაფიაზე, მხატვრობაზე, არქიტექტურასა და მუსიკაზე. ეს გახლავთ „საკითხავი წიგნი ხელოვნების უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის“.

205

ნოდარ გურაბანიძე, სამყარო თეატრალის თვალით, ორ ტომად, წიგნი I, კენტავრი, (2017)

ნაშრომში მიუხედავად იმისა, რომ უპირატესი ადგილი უკავია თეატრალურ ხელოვნებას, მკითხველი მასში ამოიკითხავს ლიტერატურულ ეტიუდებს ხელოვნების ყველა სფეროზე, მათ შორის ქორეოგრაფიაზე, მხატვრობაზე, არქიტექტურასა და მუსიკაზე. ეს გახლავთ „საკითხავი წიგნი ხელოვნების უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის“.

204

მაკა ვასაძე, რობერტ სტურუას ენის სემიოტიკა, დამხმარე სახელმძღვანელო, კენტავრი, 2016

ნაშრომში გაანალიზებულია რობერტ სტურუას სათეატრო ენის ფორმირების პროცესი.

203

ლილი გვარამაძე, მთაწმინდელი მოცეკვავე (ალექსი ალექსიძე) 1874 – 1934, კენტავრი, 2017

მონოგრაფია, რომელიც პირველად 1962 წელს გამოიცა, დიდი ხანია ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა. წიგნი სახელოვან ქართველ ქორეოგრაფ ალექსი ალექსიძეს მიეძღვნა. წინამდებარე ნაშრომი, რომელიც ძირითად ნაწილში იმეორებს პირველი გამოცემის ფორმატს, შევსებულია ალექსი ალექსიძის პუბლიკაციით (ჟურ. „თეატრი და ცხოვრება“, 1924, #18) და ხელოვნების სასახლეში ალექსი ალექსიძის შესახებ დაცული საარქივო მასალების კატალოგით.

198

მსოფლიო თეატრის ისტორია, V-XVIII საუკუნეების მსოფლიო თეატრი, წიგნი II, კენტავრი, 2018

სახელმძღვანელო მოიცავს ევროპული და აღმოსავლური თეატრების ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს, შუასაუკუნეებიდან განათლების ეპოქის ჩათვლით (V-XVIII სს.).

197

სანდრო მრევლიშვილი, მსახიობის ოსტატობა, (გაკვეთილების კრებული დამწყებთათვის), მეორე გამოცემა, კენტავრი, 2015

წიგნში თავებად და ქვეთავებად მოცემულია მსახიობის ოსტატობის გაკვეთილები, მათ შორის, დიდი ყურადღება ეთმობა ეთიკისა და საკუთრივ თეატრალური ხელოვნების საკითხებს, ასევე მეთოდების, თეატრალური ხელოვნების სპეციფიკის, მოქმედების, ყურადღების შესახებ, აგრეთვე მოცემულია სავარჯიშოები თავისი ილუსტრაციებით.

194

მიხეილ თუმანიშვილი, სანამ რეპეტიცია დაიწყება, წიგნი პირველი, კენტავრი, 2008.

192

სტუდენტური კონფერენცია „კულტურის და ხელოვნების საკითხების გაშუქება მედიაში“, კენტავრი, 2020

კონფერენცია ჩატარდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის „ორიენტირის“ ფარგლებში.

171

თამარ ბოკუჩავა და მაია გოშაძე, მსოფლიო თეატრის ისტორია, უძველესი და ანტიკური თეატრი, წიგნი I, კენტავრი, 2018

სახელმძღვანელოში თეატრი განიხილება როგორც საკაცობრიო ცივილიზაციის თანამდევი ფართო კულტურული და ანთროპოლოგიური ფენომენი, რომელიც, ერთი შეხედვით, სრულიად განსხვავებულად იჩენს თავს პრიმიტიულ საზოგადოებასა თუ საკაცობრიო კულტურის განვითარებულ საფეხურებზე.

90

ზვიად დოლიძე, მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორია - უხმო კინო, პირველი გამოცემა, კენტავრი, 2016

წინამდებარე წიგნი არის უხმო კინოს ერთიანი ისტორიის ამსახველი პირველი ქართულენოვანი ნაშრომი.

89

ნინო სანადირაძე, ნათია კოპალეიშვილი, კულტურის სფეროს მენეჯმენტი/აუდიო-ვიზუალური ხელოვნების მენეჯმენტი, კენტავრი, 2019

წიგნში განხილულია კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულების დაგეგმვისა და მართვის თავისებურებები.

88

მანანა ბერიკაშვილი, სავარჯიშოები მეტყველების ტექნიკის დასახვეწად, დამხმარე სახელმძღვანელო, კენტავრი, 2017

სახელმძღვანელოში სისტემურადაა დალაგებული და გადმოცემული სწორი მეტყველებისათვის განკუთვნილი სავარჯიშოები.

87

მანანა ბერიკაშვილი, მეტყველების კულტურის ძირითადი პრინციპები, სახელმძღვანელო, კენტავრი, 2017

ნაშრომში გაანალიზებულია სუნთქვის, წარმოთქმის, ხმის პრობლემები და მათი გადაჭრის, გასწორებისა და პროფესიული დაოსტატების გზები.

 
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2744894
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2024-08-13
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია