ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
ეტიუდების ფესტივალი

 „ეტიუდების ფესტივალი 2022“

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2009 წელს საფუძველი ჩაეყარა „ეტიუდების ფესტივალს“, რომელიც უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ყოველწლიურად, 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად იმართება.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

„ეტიუდების მე-9 ფესტივალი“

ორგანიზატორი - სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და სტუდენტური თვითმმართველობა.

ჩატარების თარიღი - 27.03.2018, 18:00სთ თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშრებით.

ადგილი - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, დ. ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრი.

ფესტივალის შესახებ:

ყოველ წელს ,თეატრის საერთაშორისო დღეს 27 მარტს - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და სტუდენტური თვითმმართველობა ატარებს ეტიუდების ფესტივალს.

ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უნივერსიტეტის დრამის რეჟისურის სპეციალობის სტუდენტებს, მსახიობების დახმარებით. აგრეთვე, მსახიობებს შეუძლიათ წარმოადგინონ დამოუკიდებელი სამსახიობო ჯგუფური და ინდივიდუალური ნამუშევრები

სასწავლო თეატრის სცენაზე სტუდენტები შეასრულებენ იმ ეტიუდებს, რომლითაც მათ გაიარეს სელექცია და გახდნენ ფესტივალის მონაწილენი.

ჟიურის წევრები არიან ცნობილი რეჟისორები, მსახიობები და კულტურის სფეროში მოღვაწენი.


ფესტივალის მიზანია:

● თეატრის საერთაშორისო დღის აღნიშვნა;

● სტუდენტებში პროფესიული მოტივაციის ამაღლება, მათი წახალისება;

● სტუდენტთათვის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობის განმარტება;

● სამომავლო საერთო პროექტების პერსპექტივის განვითარება;

● ახალგზარდა თეატრალთა შემოქმედების პოპულარიზაცია;

● ახალი სახეები აღმოჩენა და ტალანტების გამოვლენა.

ფესტივალის წარმატებამ გამოიწვია მისი ყოველწლიურად ჩატარების მოთხოვნილება და მოლოდინი.


ფესტივალი აჯილდოვებს შემდეგ ნომინაციებში:

● გრან პრი

● საუკეთესო სარეჟისორო ეტიუდი

● საუკეთესო სამსახიობო ეტიუდი

● საუკეთესო მსახიობი ბიჭი

● საუკეთესო მსახიობი გოგო

● სტუდენტური ჟიურის პრიზი

● სტუდენტური თვითმმართველობის პრიზი


ჟიურის წევრები:

ზურაბ გეწაძე

თამარ ცაგარელი

თემო კუპრავა

ანი ალადაშვილი

ვატო ჯუღელი

 

სტუდენტური ჟიური:

ანა ნიკოლაშვილი

აშოტ სიმონიანი

თაკო შუკაკიძე

 

მონაწილეობს 13 ეტიუდი:

8 სამსახიობო
5 სარეჟისორო


"ეტიუდების ფესტივალი 2014-ის გამარჯვებულები გამოვლიდენ"

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან ერთად 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს ეტიუდების ფესტივალით აღნიშნავს. წელს ფესტივალი უკვე მეექვსედ ჩატარდა.

ფესტივალს საფუძველი ჯერ კიდევ 2008 წელს ჩაეყარა და მისდამი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება, რასაც ამტკიცებს მუდმივი ანშლაგები ფესტივალის მიმდინარეობისას და ის ფაქტი, რომ მარჯანიშვილის სხვენიდან უკვე დიდ სცენაზე გადაინაცვლა, რომელიც ასევე რთულად იტევს ფესტივალზე დასწრების მსერვეთა ასეთ რაოდენობას.

წელს ფესტივალი ერთდღიანი იყო. ფესტივალის პარალელურად მარჯანიშვილის თეატრის ფოიეში,  თეატრალური უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრის“ მიერ გამოცემული წიგნების გამოფენა მოეწყო.

როგორც ყოველთვის, საღამომ მღელვარებით და  მხურვალე აპლოდისმენტებით ჩაიარა. 14 ეტიუდი იყო ნაჩვენები, აქედან 6 სარეჟისორო და 8 სამსახიობო.

წელს ფესტივალის ჟიური შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

1. თეატრმცოდნე- თამარ ცაგარელი;
2. კინორეჟისორი -ოთარ ლითანიშვილი;
3. დრამის რეჟისორი - ვანო ხუციშვილი;
4. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი-ნინო დუმბაძე;
5. თუმანიშვილის თეატრის მსახიობი -გიორგი ნაკაშიძე;

ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა შემდეგ ნომინაციებში:

1. საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - არლეკინი და 300 ლარიანი ფულადი პრემია გადაეცა I კურსის სტუდენტს ლევან სალარიძეს;

2. საუკეთესო მსახიობი ქალი: არლეკინი და 300 ლარიანი ფულადი პრემია გადაეცა II კურსის სტუდენტს ქეთი ტატიშვილს;

3. საუკეთესო სამსახიობო ეტიუდი გახდა "ბალერინა", რომელშიც მონაწილეობდნენ II კურსელები ვახო მახარეიშვილი და სალომე ბენიძე;

4. საუკეთესო სარეჟისორო ეტიუდის წოდება მიიღო II კურსის სტუდენტმა, გიორგი მაჭარაშვილმა ეტიუდით "მადონა ნორისი", სადაც მონაწილეობდნენ: ანანო იაშვილი, მარიკა ხუნდაძე, ანო ზურაშვილი, ბექა წილოსანი, ნოდარ იაკობაშვილი და ნოდარ მელაძე.

5. ხოლო გრან-პრი გადაეცა ეტიუდს "open", I კურსი, რეჟისორი ვაჟა რამიშვილი, მონაწილეობდა ლევან სალარიძე.

ასევე სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმაც გამოავლინა თავისი სიმპათია. წლევანდელი ფესტივალის სტუდენტური ჟიური იყო:

1. თეატრმცოდნე -ნუცა კობაიძე;
2. მსახიობი- ლაშა ჯუხარაშვილი;
3. რეჯისორი- გიორგი ჩალაძე;

მათ პრიზი გადასცეს სარეჟისორო ეტიუდს "დიდების თამაშები", რეჟ: ანუკი ხიდაშელი, მონაწილეობდნენ: აგო ელიჯარაშვილი, გიორგი კავილაძე, გოგა გოგეშვილი, და ნიკა შაუთიძე;

თუმცა ფესტივალი ამით არ დამთავრებულა, როგორც მოგეხსენებათ უკვე მესამე წელია სტუდენტური თვითმმართველობა, როგორც ამ ფესტივალის ორგანიზატორი პრიზს გადასცემს თავის რჩეულს, წელს კი მისი რჩეული გახდა სამსახიობო ეტიუდი "სიზმარი", II კურსი, მონაწილეობდნენ: რატი ყულოშვილი, იურა ჩიტიშვილი, ირაკლი გრძელიშვილი და მაკო კახეთელიძე;

ფესტივალის მხარდამჭერმა კომპანიებმა, სავაჭრო სახლმა "გოლეთიანმა," "ელიტ ელექტრონიქსმა" და პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა "ისი პარიმ" სპეციალური პრიზები გადასცა გამარჯვებულ ეტიუდებს, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით მათ.

გვსურს მადლობა გადავუხადოთ და მიცულოცოთ თეატრის საერთაშორისო დღე, ყველა მონაწილეს, შემოქმედებით და საორგანიზაციო ჯგუფს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის და სტუდენტების წახალისებისათვის. იმედია მომავალი წელი კიდევ უფრო მასშტაბური იქნება "ეტიუდების ფესტივალისთვის" და საერთაშორისო გახდება.                                                              

ეტიუდების მეხუთე ფესტივალი 2013

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა და მარჯანიშვილის თეატრმა ერთად აღნიშნეს თეატრის საერთაშორისო დღე - 27 მარტი.

ფესტივალის ორგანი-ზატორია უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმარ-თველობა. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი _ თემო კუპრავა.

ფესტივალის მიზანია ახალგაზრდების შემოქმედების პოპულარიზაცია და მათი წახალისება, ახალი სახეების აღმოჩენა და ტალანტების გამოვლენა.

უკვე მეხუთე წელია, მარჯანიშვილის თეატრი „ეტიუდების ფესტივალს“ მასპინძლობს. 26 და 27 მარტს, 19:00-საათზე - თეატრალური უნივერსიტეტის I, II და III კურსის სამსახიობო და სარეჟისორო სპეციალობის სტუდენტებმა მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე წარმოადგინეს ეტიუდები, რომელთა ხანგრძლივობა არ აღემატებოდა 7 წუთს. ფესტივალის საკონკურსო პროგრამის ძირითადი ნაწილი პირველ დღეს იქნა ნაჩვენები, მეორე დღეს ეტიუდების მეორე ნაწილი იხილა მაყურებელმა. კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები. მათ  გადაეცათ ფულადი ჯილდოები, საღამო დიდი წვეულებით დასრულდა.

ფესტივალი ჩატარდა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის 90 წლის იუბილეს ფარგლებში. ფესტივალზე შემოსული თანხა გადაერიცხა ახალგაზრდა მსახიობს, გიორგი ყორღანაშვილს.

უკვე მეხუთე წელია, 27 მარტს თეატრის საერთაშორისო დღეს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან ერთად, ეტიუდების ფესტივალით აღვნიშნავთ.

წლევანდელი ფესტივალი, აღსანიშნავია იმით, რომ უნივერსიტეტის 90 წლის იუბილეს ფარგლებში ჩატარდა.

ტრადიციისამებრ, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ ექვსივე ნომინაციაში გამოავლინა გამარჯვებული.

1. გრანპრი - საუკეთესო ეტიუდი: „Error-ერორი“ - რეჟ. ავთანდილ დიასამიძე (II კურსი, ჯგუფის ხელმძღვანელი ცოტნე ნაკაშიძე); მონაწილეობენ:  თემო რეხვიაშვილი, მარიკა ჩხაიძე, გვანცა ენუქიძე, დავით ხორბალაძე;

2. საუკეთესო სარეჟისორო ეტიუდი: „ცოცხალი“- რეჟ. დავით ხორბალაძე (II კურსი, ჯგუფის ხელმძღვანელი ცოტნე ნაკაშიძე); მონაწილეობენ: ავთო დიასამიძე, გვანცა ენუქიძე;

3. საუკეთესო სამსახიობო ეტიუდი: „ქალის ცხოვრება“- (III კურსი, ჯგუფის ხელმძღვანელი ანდრო ენუქიძე);

მონაწილეობს: აშოტ სიმონიანი;

4. საუკეთესო მსახიობი გოგო: თათა თავდიშვილი

ეტიუდი „წერო“

5. საუკეთესო მსახიობი ბიჭი: მიშო არჩვაძე

ეტიუდი „ცირკი“

6. სტუდენტური ჟიურის სიმპათია: ,,პაემანი“ – (I კურსი, ჯგუფის ხელმძღვანელი გივი სარჩიმელიძე, თოჯინები).

მონაწილეობენ:  ვახო მახარეიშვილი, ნატა ბიჭიკაშვილი, თათა ნაჭყებია.

უკვე მეორე წელია, რაც საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა,  როგორც ფესტივალის ორგანიზატორი,  თავის სიმპათიას გადასცემს პრიზს ნომინაციაში „სტუდენტური თვითმმართველობის რჩეული“

წელს ეს ჯილდო წილად ხვდა: გვანცა ენუქიძეს - ეტიუდით „ცოცხალი“.  

სტუდენტური თვითმმართველობა

ეტიუდების ფესტივალი 2012

თეატრის საერთაშორისო დღეს, 27 მარტს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზატორობით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრისა და თბილისის მერიის თანადგომით, გამოვლინდნენ ეტიუდების ფესტივალის გამარჯვებულები.

ჟიურის (რეჟისორი – ნუკრი ქანთარია; თეატრმცოდნე – თამარ ბოკუჩავა; მსახიობი – გია აბესალაშვილი; მსახიობი – ქეთი ცხაკაია; რეჟისორი – თემურ კუპრავა.

სტუდენტური ჟიური: თეატრმცოდნე – ნათია ცქვიტაია; მსახიობი – ოთარ ჩიქობავა
რეჟისორი – დავით ჩხარტიშვილი) გადაწყვეტილებით:

1. გრანპრი - საუკეთესო ეტიუდი - გადაეცა მერი ბეროშვილს ეტიუდისთვის “წარმოსახვითი სამყარო” (დრამის ფაკულტეტის სარეჟისორო სპეციალობის II კურსის სტუდენტი, ჯგუფის ხელმძღვანელი გია კიტია; მონაწილეობენ: შოთა ხანჯალიაშვილი, ქეთევან ჯოხარიძე);

2. პრიზი საუკეთესო სარეჟისორო ეტიუდი - “ სიზმარი”- გადაეცა დავით ხორბალაძეს (დრამის ფაკულტეტის სარეჟისორო სპეციალობის I კურსის სტუდენტი, ჯგუფის ხელმძღვანელი ცოტნე ნაკაშიძე; მონაწილეობენ:ეკატერინე გაბაშვილი, თემურ რეხვიაშვილი, გიგი ქადაგიშვილი, ლიკა კრიხელი, დავით ხორბალაძე);

3. საუკეთესო სამსახიობო ეტიუდი - “თოვლის ადამიანები.” მონაწილეობენ: ნინი იაშვილი, გიორგი ალანია (დრამის ფაკულტეტის სამსახიობო სპეციალობის I კურსის სტუდენტები; ჯგუფის ხელმძღვანელი – გიორგი შალუტაშვილი);

4. პრიზი - საუკეთესო მსახიობი გოგო - გადაეცა თათა თავდიშვილს - ეტიუდიდან ,,მანეკენები” (დრამის ფაკულტეტის სამსახიობო სპეციალობის I კურსის სტუდენტი; ჯგუფის ხელმძღვანელი – გიორგი შალუტაშვილი);

5. პრიზი - საუკეთესო მსახიობი ბიჭი - გადაეცა მიხეილ ზაქაიძეს - ეტიუდიდან ,,მარიონეტების სიყვარული”(დრამის ფაკულტეტის პანტომიმის თეატრის მსახიობის სპეციალობის I კურსის სტუდენტი; ჯგუფის ხელმძღვანელი კირა მებუკე).

6. სტუდენტური ჟიურის სიმპათია - ეტიუდი “მე.” მონაწილეობს: აშოტ სიმონიანი
(დრამის ფაკულტეტის სამსახიობო სპეციალობის II კურსის სტუდენტი; ჯგუფის ხელმძღვანელი - ანდრო ენუქიძე);

7. საუკეთესო წყვილი - ეტიუდი “შესვენება.” მონაწილეობენ: გიორგი კიკნაძე, შოთა ხანჯალიაშვილი;(დრამის ფაკულტეტის სამსახიობო სპეციალობის II კურსის სტუდენტები; ჯგუფის ხელმძღვანელი - იოსებ ნემსაძე).


2012 წლის ეტიუდების ფესტივალი გაიხსნება დღეს, 26 მარტს, 19:00-საათზე -უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სცენაზე, სადაც ნაჩვენები იქნება 11 სამსახიობო ეტიუდი.

ფესტივალის დახურვა გაიმართება თეატრის საერთაშორისო დღეს, 27 მარტს, 19:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე, ნაჩვენები იქნება 6 სარეჟისორო ეტიუდი.

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, მარჯანიშვილის თეატრი და თბილისის მერია ერთად ავღნიშნავთ თეატრის საერთაშორისო დღეს - 27 მარტს.


ფოტო გალერეა

2009 წლიდან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა ეტიუდების ფესტივალს, რომელიც თეატრის საერთაშორისო დღეს, 27 მარტს იწყება და რამოდენიმე დღის განმავლობაში ჩვენი უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის სამსახიობო თუ სარეჟისორო სპეციალობის II-III კურსის სტუდენტები საკუთარ ნამუშევრებს წარმოადგენენ.

ფესტივალის მიზანია თეატრის საერთაშორისო დღის აღნიშვნა, სტუდენტებში პროფესიული მოტივაციის ამაღლება, შემოქმედების პოპულარიზაცია და ამით მათი წახალისება. ასევე, ახალი სახეების აღმოჩენა და ტალანტების გამოვლენა.

თეატრის საერთაშორისო დღეს ეტიუდების ფესტივალით ერთად აღნიშნავენ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომლის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად უჭერს მხარს ამგვარი ფესტივალის გამართვას და უსასყიდლოდ უთმობს ჩვენს სტუდენტებს თეატრის მცირე სცენას.

2009 წელს პირველი გამარჯვებულები ეტიუდების ფესტივალზე გახდნენ:

გრანპრი-საუკეთესო ეტიუდი ჯაბა პაპუაშვილი “ჯოკრები”
II ადგილი – თათა პოპიაშვილი “ფეხსაცმელი”
III ადგილი – დათო მაცაბერიძე “სიცილი”
საუკეთესო მსახიობი გოგო – თეკლა ჯავახაძე
საუკეთესო მსახიობი ბიჭი – ჯეჯი სხირტლაძე
სტუდენტური ჟიურის რჩეული – დავით მაცაბერიძე “სიცილი”
საუკეთესო სიუჟეტი – თათა პოპიაშვილი „ფეხსაცმელი“
საუკეთესო წყვილი – დათო მაცაბერიძე და თეკლა ჯავახაძე.

2010 წლის გამაჯვებულები:
გრან პრი - ირაკლი ძნელაძის „გეიშები“
მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი – ჯეჯი სხირტლაძე „რევანში“
ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი – ანუკა გრიგოლია „გეიშები“
საუკეთესო რეჟისურა - ნიკა ლუარსაბიშვილი „რევანში“

2011 წლის ფესტივალი რეგიონალური მასშტაბის იყო. შესაბამისად, მასში თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელოვნებო სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც მონაწილებდნენ.

2011 წლის ეტიუდების ფესტივალის გრან პრი გადაეცა: ეტიუდს „საქათმე“; მონაწილეები - ერეკლე გეწაძე, ანუკა გრიგოლია და ოთარ ჩიქობავა.

საუკეთესო შემსრულებელი გოგო გახდა - მარიამ სუჯაშვილი „როკ’ენ როლი“

საუკეთესო შემსრულებელი ბიჭი - ლაშა ჯუხარაშვილი; ეტიუდი „გაჩერება“

მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის მე-11 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
TAFU TV
ტელეპროგრამა | სრულ ეკრანზე
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2744849
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2024-08-13
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია