- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
ბრძანება N 244/2
2023 წლის 11 დეკემბერი ქ. თბილისი
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
მიბმული ფაილები:
- უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესი
- საკონკურსო განაცხადი
- განცხადება
- დანართი 1
1. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადდესკონკურსი შემდეგი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი
მასობრივი კომუნიკაციისა და მედიის კვლევების მიმართულება
1. პროფესორი 1 საშტატო ერთეული
2. სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის კომისიის პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნოს კადრების და კანცელარიის სამსახურის მთავარი სპეციალისტი თამარ ბასიაშვილი.
3. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 21 დეკემბრიდან.
4. კანდიდატების რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყოს 2024 წლის 22 იანვრიდან და გაგრძელდეს 2024 წლის 2 თებერვლის ჩათვლით.
5. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
6. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ უნივერსიტეტის web.გვერდი: http://tafu.edu.ge/.
7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს კადრების და კანცელარიის სამსახურს.
8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64.
საფუძველი: 2023 წლის 12 დეკემბრის აკადემიური საბჭოს
სხდომის # 17 დადგენილება.
გიორგი შალუტაშვილი
რ ე ქ ტ ო რ ი
უკან